x
image
worldsport.ge
რუნიმ შესაძლოა “ბაიერნთან” საპასუხო მატჩი გამოტოვოს

imageჯანმრთელობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების გამო, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი საკუთარ გუნდს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
კლუბის ოფიციალური “თვითერის” ცნობით, 28 წლის ფორვარდმა ფეხის თითი დაიზიანა.
“რუნი “ნიუკასლის” წინააღმდეგ დანამდვილებით ვერ ითამაშებს. ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა მისი თამაში მიუნხენში, “ბაიერნთან” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში. კლუბის ექიმები დააკვირდებიან მის მდგომარეობას და ინფორმაციას ყოველდღიურად მოგვაწვდიან” - წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 27 მატჩში, რუნიმ 15 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0