x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134565
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508640
19 წლის გოგონა დედის მკვლელობისთვის დააპატიმრეს

imageმოზარდი გოგონა სასამართლოს წინაშე წარსდგება დედის მკვლელობისთვის. მკვლელობა თვითონ აღიარა, თუმცა ის ამბობს, რომ უდანაშაულოა.

ცხრამეტი წლის სტუდენტი რებეკა დურკინი პასუხს აგება თავისი ორმოცდათხუთმეტი წლის დედის წინასწარ განზრახვის გარეშე მკვლელობისათვის. კლენსი დუნკინი მკვდარი იპოვეს თავის სახლში საუდპორტში შვიდ იანვარს. ქალი გაგუდული იყო.image
პოლიციას ეჭვი ეპარებოდა, რომ ქალბატონი კლენსი მისი ქალიშვილის მოკლული იყო, მაგრამ გოგონა სასტიკად უარყოფდა ამას. რებეკა დურკინს უარი არ უთქვამს სასამართლოში წარდგენაზე და მოსამართლის კითხვებსაც პასუხობდა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ დედის სიკვდილთან საერთო არაფერი ჰქონდა. მაგრამ როცა მას ჰკითხეს მკვლელობაზე წინასწარი განზრახვის გარეშე, გოგონამ დადებითი პასუხი გასცა. მან პატიება ითხოვა, მაგრამ პროკურორმა უარყო თხოვნა და რებეკა სასამართლოს წინაშე წარსდგება 30 ივნისს. მოსამართლე გოლდსტოუნმა რებეკა პატიმრობაში დატოვა საქმის განხილვამდე. სასამართლო ერთ კვირას გაგრძელდება.image

კლენსი დურკინი საუდპორტის ფართო პროფილის საავადმყოფოში მუშაობდა. კოლეგები მას იხსენებენ როგორც საუკეთესო ადამიანს და "სიხარულს" ეძახიან. კლინიკის მენეჯერი ლინ შოუ "ლივერპულის ექო"-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ "კლენსის სიკვდილი მთელი სამსახურისთვის მძიმე დარტყმა იყო და ყველანი განიცდიან ამას. ის საუკეთესო მუშაკი იყო და თან ყველას ახალისებდა. ის ძალიან დაგვაკლდება".

საგამოძიებო პროცესი გრძელდება.

3
338
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
338
  
2014, 6 აპრილი, 22:58
მეც სწორედ ეგ დამაინტერესდა..
2014, 6 აპრილი, 22:52
მეც მაინტერესებს როგორ შემოეგუდა შემთხვევით, მაგრამ მეტი არ ეწერა არაფერი. თუ კიდევ დაიწერა გაგრძელება, ვთარგმნი
2014, 6 აპრილი, 22:42
აშკარად რაღაც აკლდა სტატიას, ეს ხომ რიგითი დანაშაულის აღწერაა, მე უფრო მიზეზი დამაინტერესდა..
0 1 3