x
image
worldsport.ge
“ვოლფსბურგს” ოლიჩთან გახანგრძლივება სურს

imageგერმანული “ვოლფსბურგის” თავკაც დიტერ ჰეკინგს გუნდში ვეტერანი ივიცა ოლიჩის შენარჩუნება სურს. “მგლების” სამწვრთნელო შტაბს იმედი აქვს, რომ 34 წლის ხორვატი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
“ოლიჩი ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მეც და გენერალურმა დირექტორმა კლაუს ალფონსმაც უკვე ვუთხარით მას, რომ კონტრაქტის გახანგრძლივება გვსურს. თუკი ოლიჩს წასვლა სურს, პრობლემებს არ შევუქმნით. ეს მისი გადაწყვეტილებაა”, - განუცხადა ჰეკინგმა გერმანულ მედიას.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ხორვატის ხილვით ინგლისური “სტოკია” დაინტერესებული. თავად ხორვატი არ მალავს, რომ ნისლიან ალბიონზე თამაშის პერსპექტივით მოხიბლულია.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0