x
image
worldsport.ge
მაქარაშვილს წილისყრაში არ გაუმართლა

imageფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დღეს 74 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში გაითამაშებენ მედლებს. საქართველოს სახელით კი საქმეში იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) და დავით მოძმანაშვილი (125 კგ) ჩაერთვებიან.
მაქარაშვილს წილისყრაში არ გაუმართლა – პირველსავე წრეში მეტოქედ რუსეთის ნაკრების წევრი ანიუარ გედუევი ერგო. ეს უკანასკნელი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. მოძმანაშვილი კი ევროპირველობას მოლდოველ ანდრეი რომანოვთან დაჭიდებით გახსნის.
ლონდონის ოლიმპიური თამაშების ქართველი ფინალისტი გამარჯვების შემთხვევაში სავარაუდოდ აზერბაიჯანის ნაკრების წევრს, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ჯამალედდინ მაგომედოვს შეხვდება. სატურნირო ბადის ამავე მხარეს მოხვდნენ რუსი ალან ხუგაევი და უნგრელი ევროპის პრიზიორი დანიელ ლიგეტი.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0