x
image
worldsport.ge
ხოჯავა “დილაში” ითამაშებს

imageგოჩა ხოჯავა გორის “დილაში” ვარჯიშობს და დიდი ალბათობით კარიერას სწორედ ამ კლუბში გააგრძელებს. ეს ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” გორულ კლუბში დაუდასტურეს.
28 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ვლადიკავკაზის “ალანიაში” დაიწყო, რომლის შემადგენლობაში 6 მატჩი ჩაატარა. ზამთარში, უფინანსობის გამო “ალანიამ” რუსეთის პირველ დივიზიონში თამაში ვერ გააგრძელა და როგორც ხოჯავამ, ასევე, ოთარ მარცვალაძემ გუნდი დატოვეს. ამ უკანასკნელმა თბილისის “დინამოს” მიაშურა, ხოლო ხოჯავა დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების შემდეგ, “დილაში” ითამაშებს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0