x
image
worldsport.ge
სოღოლაშვილი “დილას” აღარ გაწვრთნის

imageრამაზ სოღოლაშვილი გორის “დილას” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.
ეს ფაქტი გორელთა ექსთავკაცმა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში დაადასტურა:
“ვადასტურებ, რომ “დილადან” ჩემი სურვილით წავედი. ჩვენი მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრა და თასის მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო. ზედა ექვსეულში ისეთ სიტუაციაში ვერ მოვხდით, რომ ამის უფლება არ გვქონდა. თუ რატომ ვერ მოვხდით ეს სხვა საკითხია. ჩავთვალე, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. ალბათ, მოიყვანენ ისეთ მწვრთნელს, რომელიც საქმეს კარგად გაუძღვება”.
ამჟამად, “დილას” მომავალი ტურის მატჩისთვის გიორგი ტუღუში და გიორგი ბალაშვილი ამზადებენ.
ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0