x
გრძელხელება ცაცია რობინი

imageმსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო თვდამსხმელი, რობინ ვან
პერსი დაიბადა 1983 წლის 6 აგვისტოს, როტერდამში, ჰოლანდიაში. მისი მშობლები კულტურის სფეროში მოღვაწეობდნენ და ლოგიკას მოკლებული არ იქნებოდა, რომ რობინსაც მათი გზა აერჩია
ცხოვრებაში, მაგრამ 5 წლის ვან პერსი შევიდა ექსელსიორის ახალგაზრდულ აკადემიაში. რომელიც დატოვა 15 წლის ასაკში და გადავიდა როტერდამის ფეინოორდში. ფეინოორდში გადასვლის მიზეზი არ ყოფილა სპორტული გადაწყვეტილება. ეს არის დედამისის ბრალი, რომელმაც რომანი გააბა თავისი შვილი მწვრთნელთან. ამის შემდეგ ვან პერსის მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და რობინზე მზრუნველობა დაეკისრა მამას.რომლელთაც მიიღეს გადაწყვეტილება და გადავიდნენ ფეინოორდში. ამით მოგებული მხოლოდ ჰოლანდიის ერთ ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი და თავად ფეხბურთელი აღმოჩნდნენ როგორც დრომ გვიჩვენა.
ვან პერსის დებიუტი როტერდამულ გუნდში შედგა 17 წლის
ასაკში. ყველა ერთხმად აღიარებდა რომ რობინი უდავოდ ძალიან იმედისმომცემი და ნიჭიერი ფეხბურთელი იყო. ერთადერთი, რაც როტერდამული გუნდის მესვეურებს ადარდებდათ იყო მისი
ყოფაქცევა. მისი საქციელი და დაპირისპირება მთავარ მწვრთნელთან გახდა მიზეზი იმისა ფეინოორდს გადაეწყვიტა მისი ტრანფერზე დაყენება.
2004 წლის 17 მაისს ვან პერსიმ გააფორმა ხელშეკრულება
არსენალთან. როტერდამულმა გუნდმა მის სანაცვლოდ მიირო 2, 75 მილიონი ფუნტი სტერლინგი. არსენალი მასში ხედავდა უკვე კარიერის დასრულებასთან ახლოს მყოფი კიდევ ერთი ჰოლანდიელის,
დენის ბერკამპის შემცვლელს.

არსენალში ვან პერსისი დებიუტი შედგა მანჩესტერ იუნაიტეტის
წინააღმდეგ მოგებულ მატჩში, პირველი გოლი კი გაუტანა მანჩესტერ სიტის არსენალის მაისურით. როგორც ხედავთ მანჩესტერელების წინააღმდეგ გამოდიოდა მეტ–ნაკლებად თამაში. მომავალში
კი სწორედ მანჩესტერ იუნაიტეტის ფორმას მოირგებს ჰოლანდიელი.

არსენალში მისი კარიერა თავიდანვე აღმაფრენით არ დაიწყო.
მას არ ქონია თავიდანვე დიდი სათამაშო დრო. ისევ იყო პრობლემები მის ქცევებთან დაკავშირებით, არა იმდენად მოედანზე რამდენადაც მოედანს მიღმა. იყო მომენტი როდესაც ის დაიჭირა როტერდამის
პოლიციამ და დაახლოებით ორი კვირა იყო ციხეში სექსუალურ სკანდალთან დაკავშირებით. ამ დროს ის უკვე შეუღლებული იყო. ვან პერსიმ თავი დააღწია ამ ბრალდებას და დღემდე მის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ბედნიერ ჰოლანდიურ ოჯახს წარმოადგენს.

ვან პერსის ყოფაქცევასთან ერთად პრობლემა იყო ასევე
მისი ტრამვიანობისკენ მიდრეკილება. ძალიან ხშირად იღებდა ამა თუ იმ დაზიანებას და საკმაოდ დიდ დროს ართმევდა მათი მკურნალობა. მაგრამ მიუხედავად სხვადასხვა სახის პრობლემებისა, ვან პერსის ნიჭში და შესაძლებლობაში ყველა იყო დარწმუნებული. მათ რიგში კი ალბათ პირველი იყო არსენალი გენიოსი მწვრთნელი არსენ ვენგერი.

ასაკის მატებასთან ერთად ვან პერსიც დაღვინდა და აღარ იქცეოდა როგორც 9 წლის ბავშვი მოედანზე. მან დაიწყო მასზე გაცემული ავანსების გამართლება. ის გახდა არსნეალის მესამე კაპიტანი, ხოლო როცა გუნდიდან წავიდნენ ტიერი ანრი და შემდგომ ფაბრეგასი(ორივე ბარსელონაში გადავიდა სხვადასხვა დროს), ვან პერსი გახდა არსენალის კაპიტანი. სწორედ ამის შემდგომ, ვან პერსი თითქოს საბოლოოდ გაიხსნა და ფრთები შეისხა. საუცხოო სეზონი ჩაატარა და მისი თამაშით ყველა აღფრთოვანებული იყო.


თანდათან ვან პერსის ამბიციებიც იზრდებოდა, მას სურდა ტიტულები. რომლებსაც არსენალი ფაქტიურად ვერ იგებდა. ამის გამო მან მიიღო გადაწყვეტილება და გადავიდა მანჩესტერში 22, 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ. გუნდს ის შესანიშნავად მოერგო, ამაზე სტატისკაც მეტყველებს და მისი თამაშის ხარისხიც გუნდში. ის გახდა ერთ ერთი ლიდერი გუნდის და საუკეთესო ბომბარდირი.

საკლუბო კარიერასთან ერთად ის ასევე წარმატებით გამოდის
ჰოლანდიის ეროვნულ გუნდში, სადაც უკვე არის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ჯერ–ჯერობით 41 გატანილი გოლით.

0
11
შეფასება არ არის
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0