x
image
პერსეპოლისი
სტოკჰოლმის შთამბეჭდავი მეტროპოლიტენი

სტოკჰოლმის მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა შვედეთში 1950 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. სისტემა 100 სადგურს მოიცავს სამ განტოტვილ ხაზზე, რომელთა საერთო
სიგრძე 105, 7 კილომეტრს შეადგენს; 47 სადგური მიწისქვეშაა, 53 სადგური მიწისზედა ან საქვეითოა.ხაზებზე მოძრაობა მარცხნიდან
წარმოებს, რადგან, მეტროსადგურის გახსნის დროს სტოკჰოლმში მარცხენამხრივი მოძრაობა იყო. მეტროსადგურის მომსახურებაზე როგორც წესი, კონკურსი ცხადდება და ესა თუ ის კომპანია სწორედ კონკურსის შედეგად ხდება პასუხისმგებელი მგზავრთა მომსახურებაზე.
მართალია, ერთი შეხედვით სტოკჰოლმის მეტროსადგურის ისტორიაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ შვედეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენი მსოფლიოში ცნობილია ზოგიერთი, ძირითად
ცენტრალური სადგურების, უჩვეულო გაფორმებით და მას "მსოფლიოში ყველაზე გრძელ სამხატვრო გალერეას" უწოდებენ
ამ პროექტის მასშტაბურობისა და მომხიბვლელობის გამო. მეტროსადგურში შესული მგზავრების ყურადღებას პირველ რიგში სწორედ მისი მოხატული კედლები იქცევს, რომელსაც თითქოს სხვა განზომილებაში გადაჰყავხარ. უცნაურია, მაგრამ ამ ქვეყანაში ტურისტებს მეტროც კი იზიდავს.სწორედ ამ მეტროსადგურების ულამაზეს მოხატულობებს გთავაზობთ, რომელსაც ყოველი ტურისტი სიამოვნებით აღბეჭდავს ფოტო-ფირზე.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


0
63
11-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0