x
image
პერსეპოლისი
10 ღარიბი მხატვარი,რომელიც სიკვდილის შემდეგ გამდიდრდა.
image



10. ელ გრეკო - 15, 2 მილიონი დოლარი. ესპანური რენესანსის მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი. როგორც წესი, საკუთარ ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს, რითაც ხაზს უსვამდა მის ბერძნულ წარმოშობას.

image



9. პოლ გოგენი - 40, 3 მილიონი დოლარი. გენიალური მხატვარი, რომელმაც ყველანაირად უზრუნველყოფილი ცხოვრება და ოჯახი(ცოლ-შვილი)მიატოვა და მხვატრობის მძიმე და გაჭირვებულ გზას შეუდგა. მისი ცხოვრება აღწერილი აქვს სომერსენტ მოემს წიგნში „მთვარე და ექვსპენიანი“. 1903 წლის 8 მაისს, დომენიკზე, მარკიზის კუნძულებზე, თითქოსდა ყველასაგან მივიწყებულმა და მარტოსულმა, სინამდვილეში - საყოველთაოდ აღიარებულმა და ვალმოხდილმა, სამუდამოდ დატოვა ამქვეყნად თავისი უკანასკნელი სამყოფელი.


image



8. ვან მენი - 62, 1 მილიონი დოლარი. ჩინელი მხატვარი და პოეტი. იგი ცნობილია ტრადიციული ჩინური პეიზაჟებით.

image



7. ტომას იკინსი - 68 მილიონი დოლარი. ამერიკელი მხატვარი, ფოტოგრაფი, რომელიც თავის შემოქმედებაში ამერიკულ ყოფა-ცხოვრებას ასახავდა.

image



6. ამადეო მოდილიანი - 68, 9 მილიონი დოლარი. მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, მხოლოდ 1909-1914 წლებში მის ძირითად საქმიანობას სკულპტურა წარმოადგენდა. მისი ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე პეიზაჟმა.მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ისეთი თანამედროვე მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და ფოვიზმი. მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება. მოდილიანის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ხშირად ავადმყოფობდა, რის შედეგად, 1920 წლის 24 იანვარს 35 წლის ასაკში გარდაიცვალა ტუბერკულოზით.

image



5. ჟორჟ სერა - 100 მილიონი დოლარი. ფრანგი მხატვარი პოსტიმპრესიონისტი, ნეოიმპრესიონიზმის დამფუძნებელი, ფერწერის მეთოდის სახელწოდებით "დივიზიონიზმი" (ან "პუანტილიზმი") შემქმნელი. მისი ვრცელი ტილო "კვირადღე კუნძულ გრან-ჟატზე"
XIX საუკუნის მხატვრობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. იგი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი დაუდგენელია და მერყეობს მენინგიტს, პნევმონიასა და დიფტერიას შორის.

image




4. უილიამ დე კუნინგი - 137, 5 მილიონი დოლარი. ამერიკელი აბსტრაქციონისტი მხატვარი, რომელიც დაიბადა ნიდერლანდებში, როტერდამში. მას დაუსვეს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი. მისი ფსიკიქური მდგომარეობის მიუხედავად, ნამდვილად არ ამოხდენია სული სიღარიბეში, როგორც ეს სხვა დანარჩენების შემთხვევაში
იყო, რადგან Sotheby-ის აუქციონზე მისი 1944 წლის ტილო "ვარდისფერი ქალბატონი" გაიყიდა 3.6 მილიონ დოლარად 1987 წელს. და ხოლო 1989 წელს, მას 20.6 მილიონი დილარი მოუტანა 1955 წლის ტილომ "გაცვლა".

image




3. იან ვერმეერი - 200 მილიონი დოლარი. ჰოლანდიელი მხატვარი, რომელმაც რემბრანტთან და ფრანს ჰალსთან ერთად შექმნა ჰოლანდიის ოქროს ხანა. მან ნახატების გაყიდვა თავისი გასაჭირიდან გამომდინარე გადაწყვიტა. მას გაუსაძლისი სიღარიბის გამო უამრავი სესხი ჰქონდა აღებული.

image



2. პოლ სეზანი - 259 მილიონი დოლარი. მან იმპრესიონიზმიდან კუბიზმში გადასვლის დამაკავშირებელი ხიდის როლი შეასრულა. ითვლება რა თანამედროვე სახვითი ხელოვნების მამად, პოლ სეზანის ნამუშევრები გეომეტრიული კომპოზიციისა და ბალანსისკენ მისწრაფებას აღწერს. სეზანი მის ტილოებზე სამ-განზომილებიან გამოსახულებებს ფერთა გამისა და გეომეტრიული შტრიხების შერწყმით ქმნიდა.

image



1. ვინსენტ ვან გოგი - 670 მილიონი დოლარი. სიცოცხლისა და ადამიანების სიყვარულით გამსჭვალულ ვან გოგის შემოქმედებაში
ნათლად აისახა ევროპული კულტურის ისტორიის რთული და
გარდამავალი პერიოდი. ტრაგიკულმა პათოსმა, ვან გოგის ადგილი პოსტიმპრესიონიზმის ხელოვნებაში განსაზღვრა, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი თვითონ იყო.მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მხატვარი ფსიქიკურად დაავადდა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მასთან სტუმრად ჩამოსულ გოგენთან. ვან გოგი იწვა ჯერ არლის, შემდეგ კი სენ-რემისა და ოვერ-სიურ-უაზის საავადმყოფოში, სადაც თავი მოიკლა.

image


7
686
22-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
686
  
2014, 14 თებერვალი, 16:01
მადლობა : )
2014, 14 თებერვალი, 15:47
კარგი სტატიაა
2014, 12 თებერვალი, 23:23
რა სტატიაც ვთარგმნე,იქ ფიროსმანი ნახსენებიც კი არ იყო. ალბათ მილიონები ჯერ არ დაუგროვებია : )
2014, 12 თებერვალი, 19:29
:D :D :D მესმის შენი.... ეხლა მე ვამუშავებ ყველა მხატვარს :D :D :D
2014, 12 თებერვალი, 19:27
ჩვენი ნიკალა?:)
2014, 12 თებერვალი, 19:24
გუშინ დავიწყე ამის წერა და ისე გავერთე ამათი ბიოგრაფიების კითხვით,ეხლა ძლივს მოვრჩი : ))
2014, 12 თებერვალი, 19:22
აი ეს სტატია კიიიი ჩემია........... 1000+ ის რაც მე მაინტერესებს.........დიდად ვისიამოვნე :*
0 1 7