x
image
ვიზა კოხაძე
უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ელიტურ უბანში "რუბლიოვკა" - ზე სახლი შეიძინა ( + ელიტური უბნის ფოტოები )

imageერთ - ერთმა რუსულმა ჟურნალმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი და ადგილსამყოფელი დაადგინა და ფოტოებიც გაავრცელა სოციალურ ქსელებში." მეჟიგორიეს" რეზიდენციის დაკარგვის შემდეგ გაქცეულმა იანუკოვიჩმა საცხოვრებლად მოსკოვი არჩია. თავდაპირველად ის სასტუმრო "უკრაინაში" დაბინავდა, პარალელურად კი " მეჟიგორიეს" რეზიდენციის შემცვლელს ეძებდა, რომელიც მალევე იპოვა სახელწოდებით "მაიენდორფის" ციხე - კოშკი.imageimageimageimageსახლი მან 52 მილიონ დოლარად შეიძინა. ეს ის დიდებული სასახლეა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა.

ყველაზე ელიტურ დასახლებაში "მაინედორფის ბაღები" რუსეთის ცნობილი მილიარდელები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, მაგალითისთვის საკმარისია რომან აბრამოვიჩის სიმამრის ალექსანდრე ჟუკოვის, კრისტინე ორბაკაიტეს ყოფილი ქმრის რუსლან ბაისაროვის, რუსული ნავთობმაგნატის სერგეი ბოგდანჩიკოვის გვარების დასახელება, რომლებიც იანუკოვიჩის მეზობლები იქნებიან.

უკრაინელების ვერსიით, მათი ყოფილი პრეზიდენტი "Rubliovka" - ზე (ასე ეწოდება იმ უბანს) საყვარელ ქალთან ერთად იმყოფება.წყაროს ინფორმაციით მეგობარი ქალი ლუბოვ პოჟელაია, რომლის დაც მის სასახლეში მზარეულად მუშაობდა.სწორედ ამ ქალთან ერთად ცხოვრობს იანუკოვიჩი "Rubliovka" - ზე.

გთავაზობთ ელიტურ უბანში აშენებული სასახლეების ფოტოებს, სადაც მილიარდელები ცხოვრობენ.
imageimageimageimageimage
imageimage






0
148
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0