x
image
ვიზა კოხაძე
როგორი იქნება ლეგენდარული "საგრადა ფამილია", რომლის მშენებლობა გასული საუკუნის 20 - იან წლებში დაიწყო (+ბევრი ფოტო და ვიდეო)
imageცნობილი ესპანელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც იგი ბარსელონაში კათოლიკური ბაზილიკა "LA Sagrada Familia- ს აგების პროცესში იყო.არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ ბაზილიკის პროექტი ასაშენებლად 9 არქიტექტორს გადააბარეს, თუმცაა 1936 წელს გაჩენილმა ხანძარმა ყველა გეგმა და ნახაზი გაანადგურა, რომელიც ანტონიო გაუდიმ ჯერ კიდევ 8 ათეული წლის წინ დატოვა.ასე, რომ დიზაინერებს ინტერპრეტირება მოუხდათ იმისა, თუ როგორ ბაზილიკას ისურვებდა გაუდი.

ესპანელი არქიტექტორი 1926 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ თითქმის 87 წელი გავიდა, ტაძარი კი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.

imageimageimageimageimageimageამჟამინდელი არქიტექტორი ჯორდი ფაულის მტკიცებით, ბაზილიკა დასრულებული იქნება 2026 წელს.

"საგრადა ფამილია" შესულია იუნესკო - ს მსოფლიო საგანძურის სიაში, 2010 წელს კი პაპმა ბენედიქტ XVI -მ ტაძარი ღვთისმსახურებისთვისაც აკურთხა.


თავად გაუდი გრძნობდა, რომ ტაძარს ვერ დაასრულებდა: - "არსებობს მიზეზი, რის გამოც მე ვერ დავასრულებ ტაძარს, მაგრამ მოვლენ ადამიანები, რომლებიც ამას შეძლებენ".

კრიტიკოსების თქმით, ბაზილიკას არ ექნება გაუდის დიზაინი და მისი ორიგინალური ხედვა და რომ ტაძარს ძალიან ცოტა საერთო ექნება ანტონიო გაუდის პროექტთან.

გასული საუკუნის 20 - იან წლებში დაწყებული არქიტექტურული ნიმუშის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი ჩადის.

image

2
749
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
749
  
2013, 2 ოქტომბერი, 1:33
dzalian kargi statiaa da saintereso am zapxuls viyavi mand da amdeni rame me ar vicodi magram samwuxarod shignit ver shevedi dzaalian didi rigebi iyo
2013, 2 ოქტომბერი, 0:43
ძალია მომეწონა ვიზა...
0 1 2