x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ხორცით ფარშირებული გემრიელი კარტოფილი «Турша» (მაშას რეცეპტებიდან)
image

ამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება

შემდეგი ინგრედიენტები:

–5ც.მოზრდილი კარტოფილი


–250გრ.ნებისმიერი ხორცის ფარში

–1 სტაფილო

–2 ხახვი

–1, 5ს.კ.ტომატის პასტა

–2ს.კ.მცენარეული ზეთი

–მარილი.შავი წიწაკა.ნიორი.

მომზადების წესი:


კარტოფილი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, გამოვუღოთ გული სპეციალური დანით.

ფარშს დავამატოთ გემოვნებით მარილი, წიწაკა და ნიორი.

გამოვავსოთ გამზადებული ფარშით კარტოფილი და ამოღებულ გულებთან ერთად ჩავაწყოთ ქვაბში, დავფაროთ ადუღებული წყლით და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე.ამ დროს ცალკე ტაფაზე მოვთუშოთ ზეთში, გახეხილი სტაფილო და წვრილად დაკეპილი ხახვი ტომატთან ერთად.დავამატოთ ცოტა წყალიც.როცა ფარშირებული კარტოფილი ნახევრად მზად იქნება, ჩავამატოთ გამზადებული ნარევი და ვხარშოთ სრულ მზადყოფნამდე.

მიირთვით რაიმე სოუსთან და მწვანილთან ერთად.


გემრიელად მიირთვით!image


თქვენი მაშა!











1
284
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
284
  
2014, 11 აპრილი, 12:57
ეს კაი რამე იქნება
0 1 1