x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ხორცის "ტორტი"
ინგრედიენტები:

● ღორის ფილე - 700 გრამი (6 ცალი)
● ინდაურის მკერდის ფილე - 700 გრამი (6 ცალი)
● ბროკოლი - 200 გრამი
● ბულგარული წიწაკის კონსერვი - 200 გრამი
● ჟელატინის ფხვნილი - 25 გრამი
● მარინადი (იოგურტი + მარილი + წიწაკა + ნიორი) - 200 გრამი


Мясной "Торт"


მომზადება:


მოვამზადოთ მარინადი იოგურტით, მარილით, წიწაკითა და ნივრის შეზავებით (თითოეული ინგრედიენტის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ გეოვნებით), გადავუსვათ ღორისა და ინდაურის ხორცს და გავაჩეროთ 2 საათის განმავლობაში. ამასობაში მოვხარშოთ ბროკოლი და მდუღარე წყალში გავაჩეროთ 3 წუთი, ამის შემდეგ მომენტალურად ჩავდოთ ცივ წყალში (იგი შეინარჩუნებს ფერს და ამავდროულად დაიშლება პატარა ნაწილებად); ბულგარული წიწაკა დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად და ღორის ხორცზე დავალაგოთ; თანაბრად მოვაყაროთ ინდაურის ფილეს ჟელატინის ფხვნილი; ამის შემდეგ ჟელატინის ფხვნილი მოვაყაროთ ბროკოლს, დავუმატოთ წიწაკა და დავალაგოთ ინდაურის ფილეზე. მიღებული ფენები (ღორის ხორცისა და ინდაურის ფილესი) შევაერთოთ (ისე, რომ ხორცები იყოს გარეთ; ზედა ფენა იყოს ღორის ხორცის) და შევდოთ ღუმელში 200 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე 40 წუთის განმავლობაში. სასურველი იქნება თუ გამოღებულ ხორცს მოვათავსებთ ფოლგის ქაღალდში და სიმძიმის ქვეშ გავაგრილებთ 2 საათის მანძილზე. ამის შემდეგ...


გემრიელად მიირთვით







0
184
11-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0