x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ქალმა საყვარელს ასო მაკრატლით მოაჭრა, უნიტაზში ჩარეცხა და კაცი ჩაქუჩით მოკლა

imageჩინელმა 41 წლის ქალმა ენგ გიმ მოკლა თავისი ყოფილი საყვარელი, რომელიც სახლში მიუვარდა და აშანტაჟებდა. ის ქალისგან 28 000 დოლარს ითხოვდა ახალი ავტომობილის საყიდლად. ქალმა ჰონკონგის სასამართლოში განაცხადა, რომ ის და ჩჟოუ ხუეი წლების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, მაგრამ როგორც კი ქალი ფეხმძიმედ დარჩა, ჩჟოუმ მაშინვე მიატოვა. მას ენგისგან ნასესხები ჰქონდა 19 000 დოლარი, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ წლებში დაბრუნებაზე არ უფიქრია.(მან ქალი 2007 წელს მიატოვა და უგზოუკვლოდ გაქრა.)

რამდენიმე წლის შემდეგ ჩჟოუ სხვა ქალზე დაქორწინდა. 2013 წელს კი ენგის დაურეკა და უთხრა, რომ ენატრებოდა და მისი ნახვა სურდა. ჩჟოუ ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო. ის ესტუმრა ქალს პატარა ბინაში, სადაც ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა და მოსთხოვა 28 000 დოლარი მიეცა. ქალმა უარი განუცხადა. ჩჟოუმ ის გააუპატიურა, შიშველს გადაუღო ფოტოსურათები და დაემუქრა, რომ ინტერნეტში განათავსებდა. ქალი აცხადებს, რომ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მასაც სცემა და პატარა ქალიშვილსაც. ენგიმ მოგვიანებით კაცს წვნიანი შესთავაზა, რომელშიც ნარკოტიკები ჩაუყარა, მერე მიეპარა, სასქესო ასო მაკრატლით მოაჭრა და უნიტაზში ჩარეცხა. ტკივილისაგან გამწარებული ჩჟოუ გამოფხიზლდა და ქალს მოსაკლავად ეცა, მაგრამ მან იქვე დაგდებული ჩაქუჩი ჩასცხო თავში. კაცი გარდაიცვალა. ენგიმ ის ზეწარში გაახვია და ლეიბის ქვეშ ამოდო. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლო პროცესი მე-11 დღეა გრძელდება. image



1
152
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
152
  
2014, 12 მარტი, 23:05
ხახახახახახ:D:D:D
0 1 1