x
image
worldsport.ge
ვაწაძემ ტრავმა მოირჩინა

imageმათე ვაწაძემ მუხლის ტრავმა მოირჩინა და სავარაუდოდ, “ორჰუსი”-“”ვესტსიალენდის” დუბლების მატჩში ითამაშებს პრაქტიკის მიზნით. ყოველ შემთხვევაში, განაცხადში გახლავთ. 25 წლის ქართველი ფორვარდი ძალიან გააწვალა ტრავმებმა – მან დანიის სუპერლიგაში ბოლოს 3 ნოემბერს ითამაშა, მთლიანად ამ სეზონში კი მხოლოდ 5 მატჩი აქვს ჩატარებული.
როგორც იცით, ვაწაძეს შარშან ნახევარ წელიწადზე მეტი გაუცდა. აპრილის დასაწყისში მიღებული ტრავმის შემდეგ, ოპერაცია გაიკეთა.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0