x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
როგორ გავხდეთ უფრო ქალური
ცნობილია, რომ ქალი არის სუსტი სქესის წარმომდაგენელი, ამიტომ იგი ყოველთვის უნდა გამოირჩეოდეს ელეგანტურობით და ქალურობით.

imageთუ გვსურს რომ რეალურად გავხდეთ ქალური, მაშინ ჩვენს გარდერობში რაღაც კორექტივები უნდა შევიტანოთ.

ტანსაცმელი უნდა იყოს ნათელი და მშვიდი ფერის . იგი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს ქალურობასა და სინაზეს. შეეცადეთ შარვალი ჩაიცვათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში . უფრო ხშირად ჩაიცვით კაბა და ქვედაბოლო. ქვედაბოლო თქვენ ქალურობას შეგმატებთ. ქუსლიანი ფეხსაცმელი არ დაივიწყოთ ! მაგრამ თუ თქვენ აქამდე დადიოდით კედებითა და ბოტასებით არ ღირს მაშინვე ძალიან მაღალ ქუსლზე შედგომა. ჯერ დაიწყეთ საშუალო ზომის ქუსლიდან.

გამოიყენეთ აქსესუარები !, შარფები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები ყელსაბამები და მძივები, სათვალე, ხელთათმანები, ქუდები - ყველაფერი ხაზს უნდა უსვამდეს თქვენს ქალურ სტილს.


საკუთარი გარეგნობის სიყვარული ისწავლეთ ! მუდმივად იყავით კარგ ფორმაში . იზრუნეთ თმაზე, ფრჩხილებზე, კანზე. იმოძრავეთ უფრო მეტი ! თუ გსურთ გახდეთ უფრო ქალური დაკავდით ვარჯიშით და საერთოდ ჯანსაღი ცხოვრებით. ქალურობა ხომ სილამაზე და ჯანმრთელობაცაა სხვა დანარჩენთან ერთად.

0
1359
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხატია_ამელი
ხატია_ამელი
1359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0