x
image
worldsport.ge
პსჟ კავანის გასხვისებას არ აპირებს

imageფრანგული პსჟ-ს ხელმძღვანელობა გუნდის ურუგვაელი ფორვარდის, ედისონ კავანის გასხვისებას არ აპირებს.
27 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილი ინგლისურმა ტოპ-კლუბებმა გამოთქვეს და გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მისი აგენტი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” წარმომადგენლებს შეხვდა.
გარდა ზემოთნახსენები გუნდებისა, ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის შეძენა ლონდონის “არსენალსაც” სურს. თუმცა, პარიზული კლუბი სეზონის დასრულების შემდეგ კავანის დათმობას არ აპირებს. გასულ ზაფხულს ის იტალიური “ნაპოლისგან” 64 მილიონ ევროდ შეიძინეს და საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0