x
image
worldsport.ge
დანი ალვეშით “ფიორენტინა” დაინტერესდა

image“ბარსელონას” მცველმა დანი ალვეშმა შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, 31 წლის ბრაზილიელის შეძენით “ფიორენტინას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი დაინტერესდა. ფლორენციელები სასაურველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბარსელონელებს თანხასთან ერთად ნახევარმცველ ხუან კუადრადოს შესთავაზებენ.
შეგახსენებთ, ამ დღეებში პოპულარულმა გამოცემა Marca-მ "ბარსელონას" სამომავლო სატრანსფერო გეგმა გაახმოვანა. ჟურნალისტის მტკიცებით, გუნდის ხელმძღვანელობა სათანადო წინადადების შემთხვევაში დანი ალვეშისა და ალექს სონგის გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება.


ოთარ მაღლაკელიძე

www.worldsport.ge

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0