x
ბამ ბამ(მუდამ #9)

გახსოვთ გრძელთმიანი, ტიპიური ჩილელი შეუპოვარი ფეხბურთელი?.
ალბათ იხსენებთ...ვივარაუდებ და ვიტყვი რომ ორი ფეხბურთელი გახსენდებათ...ერთ ერთი
სალასია, მარსელო სალასი...და მეორე.....დიახ...სწორედ მეორეზე გეუბნებით...გახსოვთ?.

გახსოვთ როგორ “ხმარობდა” თავს?.გახსოვთ
მისი გოლები?.გახსოვთ როგორ აღნიშნავდა ხოლმე?.როდესაც გოლს გაიტანდა, სახეზე რომ შეგეხედა
იფიქრებდი რომ ისე ღრიალობს მთელ სტადიონს ესმის მისი ხმაო...გახსოვთ?.არადა როგორია
იმ სტადიონებზე სადაც მას უთამაშია და გაუტანია მთელი სტადიონის ხმა გადაფარო....მაგრამ
ის ამას ახერხებდა...მას ეს შეეძლო...გახსოვთ?.საოცრად ემოციური, საოცრად…

ჩემთვის #1 ჩილელი იყო, არის და იქნება....ივან ზამორანო,
თუნდაც სამორანო, როგორც გენებოთ...მაგრამ ყველაზე მეტად რით არის ცნობილი ხომ გახსოვთ?.ეგ
კი ნამდვილად გახსოვთ : 1 + 8 დიახ...ეს ის
არის . . .სიტუაცია ბაჯომ არია...ბაჯომ #10 მოითხოვა, რონადომ(კიჭამ) დაუთმო, რონალდოს
ცხრა ნომერი გადაეცა(ამ საქმეში ნაიკიც იყო ჩართული), ივანს კი 18 ნომერი მისცეს, რომელმაც
შემდგომ ეს დაამუშავა როგორც დიდმა ხელოვანმა : 1+8... რომელმაც შექმნა პრევენცია და ალბათ ერთადერთია, ერთადერთი
ვინც ეს გაბედა და გააკეთა.. გააკეთა და აკეთებდა...თამაშობდა...ფეხბურთელი, რომელიც
ყოველთვის 9 ნომერი იყო...რომელიც თავით თამაშობდა...დიახ...ძირითადად თავით...და არა
მხოლოდ თავით...

პირველად იცით როდის ვნახე?.სპარტაკთან ვუყურე ამ ფეხბურთელს...უეფას
თასის ნახევარფინალურ მატჩებში...და ამ ფეხბურთელმა ჩემი ყურადღება მიიქცია...დიახ...ამ
ფეხბურთლმა მიიქცია ჩემი ყურადღება...ალბათ ბევრი გიჟად ჩამთვლის...იქ, მოედანზე...ის
იყო და ამ გრძელთმიანმა, ხშირად უაზროდ მორბენალმა შენი ყურადღება როგორ მიიქციაო...იქ
კიჭა იყო...იმ დროის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი მსოფლიო ფეხბურთის მაშტაბით...მაგრამ
მე ზამორანოს ვუყურებდი...ვუყურებდი და გაიტანა კიდეც...რა თქმა უნდა თავით....და ინტერი
იგებს....

პირდაპირ არ მიყურებია მაგრამ დღეს შეიძლება უკვე მრავალჯერ
ყურება...შეიძლება დაჯდე კომპიუტერთან და უყურო სამორანოს თამაშს ბარსას წინააღმდეგ...შეგიძლია
და შეუძლებელია არ) იცით ბარსას როგორი გოლები
გაუვიდა და რამდენი?. 5 გოლი...და ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა ჩილის
ანდების შვილმა. სამი თვითონ გაიტანა, და თან როგორ, წარმოიდგენთ?.სამივე ფეხით..ერთერთი
ბურთი ბამ ბამ–ის დარტყმული ძელმა აისხლიტა და დამატებაზე გავიდა.მეხუთე ბოლო გოლი
კი ზამორანოს გონივრული და გამოზომილი გადაცემით
გავიდა. ეს მატჩი ალბათ სამუდამოდ დარჩა ყველა რეალის გულშემატკივრის გულში, ისევე როგორც
ივან ბამ ბამ ზამორანო. ეს იყო მისი კარიერის მატჩი...ის სეზონის გუნდში იყო, მედიაწარმომადგენლების
მიერ შედგენილ გუნდში...

ის იყო ყოველთვის თავდაჯერებული...და უდიდესი პროფესიონალი...ჩილეს
სახე...ჩილეს მთების შვილი...ფეხბურთელი, რომელიც ამაყობდა ჩილელი რომ იყო...და ჩილე
ამაყობდა...რომ ასეთი შვილი ყავდა და ყავს...

ივან “ბამ ბამ „ სამორანო...

ზამორანო, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ დაბრუნდა
ჩილეში, და იქ აგრძელებს საქმიანობას. მისი გამოცდილება და ავტორიტეტი...წარმოგიდგენიათ?.ბავშვები
რა დღეში იქნებიან?.რა მონდომებულნი იქნებიან?.ზამორანოს სიტყვებს როგორ მოისმენენ
და როგორ ეცდებიან მის გათვალისწინებას....სწორ და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს ივანი,
თავის თანამემალუეებისთვის...

დიდი იყო...და დიდი არის...ჩილე ამაყობს ივანით....და
ივანი ამაყია რომ ჩილელია...


ბამ ბამ – "Ivan the Terrible"

0
11
2-ს მოსწონს
ავტორი:blue bird destiny
blue bird destiny
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0