x
image
მანჩო 777
ულტრათანამედროვე გადასასვლელი ხიდი შანხაიში
შანხაი-ჩინეთის უდიდესი ქალაქია. იქ მოხვედრა ბევრი ტურისტის ოცნებაა. თანამედროვე არქიტექტურული მიღწევების და გაბედული დიზაინერული გადაწყვეტების შეხამება ქალაქის საოცარ იერსახეს ქმნის. ამ ცოტა ხნის წინ აქ გახსნილი მრგვალი ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელი შანხაის ახალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა გახდა.

ეს ხიდი თავისი არაორდინარული ფორმის წყალობით ძალიან ფუნქციონარულია. ის აშენდა იმისათვის, რომ განტვირთოს ქალაქის ცენტრში მდებარე ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელები.

ამ გადასასვლელის ამუშავებით ადგილობრივ მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა სწრაფად და იოლად მიაღწიონ მოედნის ცენტრს, რადგან აქ განლაგებულია უამრავი მნიშვნელოვანი ობიექტი: შანხაის საფონდი ბირჟა, ბევრი კაფე, ბიზნეს-ცენტრები და მაღაზიები.

image


უამრავი ესკალატორი უზრუნველყოფს ხალხის დიდი ნაკადის სწრაფ გადაადგილებას. ხიდი იმდენად ფართეა, რომ მასზე გვერდიგვერდ 15 კაცის გავლაა შესაძლებელი.

image


გადასასვლელი ხიდი განსაკუთრებით ლამაზია შანხაის ცათამბჯენების სახურავებიდან, განსაკუთრებით "Pearl of Asia"-ის ტელეანძიდან. ზემოდან კარგად ჩანს, თუ როგორი სიზუსტით და დახვეწილადაა შესრულებული ნაგებობის თითოეული დეტალი.

image


თითოეული ესტაკადის, ხიდის, გვირაბის განათება არაჩვეულებრივადაა შესრულებული. სწორედ ასეთი ნიუანსები ქმნიან განუმეორებელ დახვეწილ სტილს.

image



ხიდზე საღამოთი სეირნობისას შესაძლებლია უსასრულოდ დატკბეთ მეგაპოლისის ღამის ცხოვრებით და მშვენივრად განათებული ულამაზესი შენობებით.

image


საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ხიდზე დღისითაც და და ღამითაც თითქმის ერთნაირი რაოდენობის ხალხის ნაკადია.

image

ყველა ახლომდებარე შენობა სავსეა უამრავი ოფისით, რომლებიც გვიან ღამემდე, ზოგი კი ოცდაოთხსააათიან რეჟიმში მუშაობს.

image

ამ ფოტოზე Apple Shanghai -ის ოფიციალური მაღაზიაა. ნახეთ, როგორი დიზაინი აქვს მის შესასვლელს. თავად მაღაზია მიწისქვეშ მდებარეობს და იქ მოხვედრა შესაძლებელია გამჭვირვალე კონუსის ცენტრში მდებარე მინის საფეხურებით.

image


ეს კი "Pearl of Asia"-ის ტელეანძაა- ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანძა მთელ მსოფლიოში.

image
image

3
137
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
137
  
2014, 5 მარტი, 10:34
უიი ეს ჩვენი არააააა :D
2014, 5 მარტი, 10:33
აბაა..არ ჰგავს ჩვენს გადასასვლელ ხიდსს:DD
2014, 5 მარტი, 10:31
რამაგარი ხიდიააააა
0 1 3