x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
მეფური სალათი
ინგრედიენტები:

● ბრინჯი

● კვერცხი

● პამიდორი


● კიბოს ჩხირები

● კიტრი

● კრევეტები

● ხიზილალა (წითელი)

ხახვი (მწვანე)


● მაიონეზი

● არაჟანი

● ლიმნის წვენი


მეფური სალათი


მომზადება:

სალათი კეთდება ფენებად. ფენებს შორის კი სასურველია გამოვიყენოთ ერთგვარი სოუსი, რომლის მომზადებაც შეგვიძლია მაიონეზის, არაჟნისა და ლიმნის წვენის შერევით.

პირველ ფენას ვაკეთებთ მოხარშული ბრინჯისაგან, რომელსაც მოვასხამთ სოუსს. შემდეგ ფენად განვათავსოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი და ასევე წვრილად დაჭრილი პამიდორი, რომელსაც მოვასხამთ სოუსს. შემდეგი ფენა გავაკეთოთ კიბოს ჩხირებისა და კვერცხისაგან. ზემოდან მოვასხათ სოუსი და დავალაგოთ გაუფცქვნელი კიტრის თხელი ნაჭრები, რომელზეც დავალაგებთ კრევეტებს. კრევეტები, სასურველია, გავაფორმოთ წითელი ხიზილალითა და მწვანე ხახვით.


გემრიელად მიირთვით











1
92
9-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
92
  
2014, 2 მარტი, 13:10
მმმმ რა იქნება წარმომიდგენია.უნდა გავაკეთო
0 1 1