x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509049
მეტი ვიდრე თაფლი
ფუტკრები ყოველთვის ასოცირდებიან მშრომელ მწერებთან, რომელთა მთავარი დანიშნულება თაფლის გამომუშავებაა.თუმცა, აღმოჩნდა რომ მათ თაფლზე გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ ადამიანებისთვის.

ევროპაში მეცნიერები უკვე შეაშფოთა იმ ფაქტმა რომ ფუტკრების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს.ფუტკრების დიდ რაოდენობას შეუძლია დიდი მოსავლის მოყვანა ყოველგვარი პესტიციდებისა და სასუქების გარეშე.მათი მთავარი იარაღი მცენარეთა დამტვერვაა.მაგალითად, მათი წვლილი დიდია ისეთი ბიოპროდუქციის წარმოებისას როგორიცაა ბენზინი.ევროპაში ფუტკრები საგანგაშო მდგომარეობაში არიან. განსაკუთრებით იქ, სადაც აქტიური სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს.რაც მეტი პესტიციდი და სასუქი გამოიყენება მცენარეთა დაცვლის საშუალებად, მით მეტი ფუტკარი იღუპება. განსაკუთრებით მცირდება გარეული ფუტკრების რაოდენობა.მეფუტკრეები აკონტროლებენ მათ რაოდენობას, მაგრამ დანაკარგი მაინც დიდია.პესტიციდებისა და პარაზიტებისგან ზამთარში ფუტკრის მთელი კოლონიები იღუპება და აუცილებელი ხდება მათი განახლება, წელილადში-30%ის მაინც.

ფუტკრები ერთი მხრივ გამოიმუშავებენ თაფლს, მეორე მხრივ კი დამტვერვის საშუალებით ნიადაგს უმზადებენ კარგ მოსავალს.დამტვერვით მოსავლის მოყვანა კი დღეს მომსახურების სექტორში წამყვანია, განსაკუთრებით უცხოეთში.

მეურნეების უმრავლესობა ევროპაში მეფუტკრეებისგან ყიდულობს იმდენ ფუტკარს, რამდენიც სჭირდებათ თავიანთი მიწისათვის.ეს მეთოდი უკვე ფართოდაა გავრცელებული ამერიკასა და ჩინეთში.მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ მეთოდით მოსავალი წელიწადში 30-40%ით იზრდება.


ასე რომ, ფუტკრებისაგან სარგებელს იღებენ როგორც მეფუტკრეები, ისე მეწარმეები, თუმცა აუცილებელია მცენარის სწორად შერჩევაც.მაგალითად, ზოგიერთი ფუტკარი, რომელიც სიმინდის გამტვერვისთვის გამოიყენება, ვერ გამოიმუშავებს კარგი ხარისხის თაფლს.მაშასადამე აუცილებელია გამოყენებული იქნას ისეთი მცენარის დასამტვერავად, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კარგი ხარისხისა და დიდი რაოდენობის თაფლის მიღებას.

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ქოჩიაშვილი
ანა ქოჩიაშვილი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0