x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
მაჭკატები –(ოლადები) ხაჭოს და ვაშლისგან
imageშემადგენლობა:

ორი საშუალო ზომის ვაშლი;

200 გ. 9%-იანი ხაჭო;

150გ. ნაღები 20-22 %-იანი;
3 კვერცხი;


140 გ. ფქვილი;
3 სუფრის კოვზის შაქარი;
ნახევარი ლიმონის კანი;

ერთი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი;
მწიკვი სოდა; 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი;

მარილი; ზეთი; შაქრის პუდრა.


მომზადება:

ვაშლი გათალეთ და გახეხეთ. დაამატეთ ლიმონის კანი.

კვერცხი ათქვიფეთ ნაღებთან და შაქართან ერთად, შემდეგ დაამატეთ ხაჭო, ფქვილი სოდას და საფუართან ერთად, დარიჩინი და მარილი, შემდეგ ვაშლი, განუწყვეტლივ ურიეთ. მიიღეთ ერთგვაროვანი მასა.

ტაფა გააცხელეთ, დაასხით ცოტა ზეთი, კოვზით დააწყვეთ ოლადები და შეწყვით დაბალ ცეცხლზე, სანამ შეწითლდება. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა.






0
184
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0