x
image
worldsport.ge
იენს კელერი: “ჩვენმა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ბევრი ისწავლეს”

imageგელზენკირხენის “შალკეს” მთავარი მწვრთნელი იენს კელერი, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში მადრიდის “რეალისგან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გულდაწყვეტილი იყო.
“სამეფო კლუბმა” გერმანიაში გამართული მატჩი 6:1 მოიგო და საპასუხო შეხვედრას ფაქტობრივად, აზრი დაუკარგა.
“მოედანზე ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები გავიყვანეთ და მათ ბევრი რამ შეიგნეს. ისეთმა ბიჭებმა, როგორებიც დრაქსლერი, მაიერი, მატიპი და კოლაშინაცი არიან, უკვე იციან, რომ ჩემპიონთა ლიგის დონეზე მეტად კონცენტრირებული უნდა იყო და შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. კოლაშინაცი საავადმყოფოშია და შესაძლოა, მას ყბა ჰქონდეს მოტეხილი. ტრავმირებულნი არიან ბოატენგი და ნოიშტედტერიც. ჩვენ საშინელი თამაში ჩავატარეთ და ამავდროულად, რამდენიმე ფეხბურთელი დავკარგეთ. პირველ გაშვებულ გოლამდე არაგვიშავდა, მაგრამ მერე შეცდომები დავუშვით და “რეალი” დაუნდობლად გაგვისწორდა” - თქვე კელერმა.
“რეალისა” და “შალკეს” საპასუხო მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 18 მარტს გაიმართება.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0