x
image
ლიზა
ძალიან გემრიელი ვაშლის ფენოვანი ღვეზელი

image

















მასალა:

500 გრ ფენოვანი ცომი;
5 ცალი ვაშლი;
1 ჩ.კ. დარიჩინი;
10 გრ ვანილის შაქარი;
100 გრ შაქარი;
1 ჩ.ჭ. ქიშმიში;
60 გრ კარაქი;
1 კვერცხის გული;

მომზადება:

ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავუმატოთ შაქარი. ჩავამატოთ ქიშმიში და დაჭრილი, გაფცქვნილი ვაშლი.
ავუწიოთ ცეცხლს: ვაშლი წვენს გაუშვებს, რომელიც შაქართან ერთად ნელ-ნელა შესქელდება.
თან ვურიოთ. როცა სითხე თითქმის დაშრება, ცეცხლი გამოვრთოთ და დავუმატოთ დარიჩინი და ცოტაოდენი კონიაკი.

ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ მართკუთხედებად, რაოდენობა უნდა იყოს ლუწი.
ერთ მართკუთხედზე გავანაწილებთ ვაშლის მასას, კუთხეებზე შემოვუსვამთ ათქვეფილ კვერცხს და დავადებთ მეორე მართკუთხედს.
ზემოდან დანით დავსეროთ და წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. ასე გავიმეორებთ დანარჩენებსთვისაც.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

0
178
3-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0