x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
3 წლის ბავშვს ისეთივე გონებრივი მონაცემები აქვს,როგორც აინშტაინსა და ბილ გეითს
3 წლის საოცრება3 წლის ამერიკელი გოგონა ადამიანის ინტელექტის 99, 9 %-ს ფლობს.ალექსის მარტინი არა მხოლოდ ბავშვური სიეშმაკით გამოირჩევა, მას იშვიათი გონებრივი შესაძლებლობები აღმოაჩნდა.თავად განსაჯეთ, ის მოხვდა ინტელიგენტთა ლიგაში, რომლის წევრები არიან ალბერტ აინშტაინი და ბილ გეითსი.საერთოდ, მსოფლიო ისტორიაში კი აღნიშნულ გაერთიანებაში იწერება მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2%-მდე ადამიანი.

მეცნიერებმა, რომელთაც პატარა გოგონას გონებრივი შესაძლებლობები გამოიკვლიეს, დაადგინეს, რომ იგი ადამიანის ინტელექტის მაქსიმუმთანაა მიახლოებული.ექიმების წყალობით, ალექსის მარტინი ნიჭიერი ბავშვების სკოლაში შეიყვანეს და მას არანაირი პრობლემა არ აქვს უფროს თანაკლასელებთან ურთიერთობაში.

ჯერ კიდევ ერთი წლისამ შესანიშნავად აითვისა ძილის წინ მშობლების მიერ წაკითხული ზღაპრები, ხოლო უკვე ერთი წლის შემდეგ, ანუ ორი წლის ასაკში პატარა გოგონას ზღაპრების საკითხავად მშობლების დახმარება აღარ სჭირდებოდა, მან თავად ისწავლა კითხვა.მალევე კი უფრო დიდი საოცრება მოხდა, მან სრულყოფილად ისწავლა ესპანური ენა.

ვუნდერქინდ გოგონას ნიჭიერება მშობლება თავიდანვე შენიშნეს. ბავშვის მამის განცხადებით, როდესაც ალექსისი ახალ სიტყვას ისწავლიდა, გამორიცხული იყო, რომ მას ის სიტყვა არასწორად ეთქვა ან შეუსაბამო კონტექსტით გამოეყენებინა.


მიუხედავად გოგონას გასაოცარი ინტელექტისა, მისი მშობლების სურვილისამებრ, ის ჩვეულებრივ სოციალურ გარემოში იზრდება.

1
936
9-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
936
  
2014, 21 თებერვალი, 16:51
ამერიკელები ყველაფერს აზვიადებენ :)
0 1 1