x
მეტი
  • 06.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508845
როგორ ებრძვის ანრი ჯოხაძე წონას?

imageმომღერალმა ანრი ჯოხაძემ ბოლო დროს წონაში საგრძნობლად მოიმატა. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად მომღერალმა, ისევე, როგორც საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ჭარბ წონასთან ბრძოლა დაიწყო. მომღერალმა დღის რაციონი შეზღუდა და ვარჯიშიც დაიწყო. ანრიმ რამდენიმე ფოტო სოციალურ ქსელშიც ატვირთა, სათაურით: "ვებრძვი საკუთარ წონას".image

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ანრი ჯოხაძე 33 წლის არის და ხშირად გვნებივრებვს ახალი თამამი კლიპებითა თუ სიმღერებით. ის პროექტ "ერთი-ერთში" იღებდა მონაწილეობას. მომღერალი პროექტის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა და ტურების მანძილზე ლიდერობასაც ინარჩუნებდა. სამწუხაროდ ანრიმ გამარჯება ვერ მოიპოვა. პროექტ "ერთი-ერთის" გამარჯვებული ელენე კალანდაძე გახდა. ანრიმ საკუთარ წარუმატებლობაზე კომენტარი გააკეთა: "ვითომ ერთგულები, ვითომ გულშემატკივრები, ვითომ კაი ტიპები, ვითომ მეგობრები და საერთოდ, ვითომ ადამიანები... არ გადამყავხართ 2014-ში თქვენ ვერ გაიარეთ face-კონტროლი". როგორც ჩანს ანრი საკუთარ წარუმატებლობაში "ვითომ გულშემატკივრებსა და ვითომ მეგობრებს" ადანაშაულებდა. მომღერალმა პროექტში მოგებული ავტომობილი გაყიდა. ანრი კარგი მძღოლობით ვერ დაიკვეხნის და ახალი ავტომობილი ზედმეტ ფუფუნებად ჩათვალა, მერსედესი ხომ ისედაც ჰყავს. აღებული თანხით კი რამდენიმე ახალ კლიპს გადაიღებს, მისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ვუსურვოთ ანრის წარმატებები.

image

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0