x
image
worldsport.ge
გვალიას ტაიმი, კობახიძისა და ლობჟანიძის პირველი მარცხი, ბეგლარიშვილის საგოლე

imageimage

ლაშა გვალიამ კვიპროსზე შეკრებაზე მყოფი რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ ეკატერინბუგის “ურალის” შემადგენლობაში ითამაშა.
“ურალმა” ამხანაგურ მატჩში თანალიგელ “როსტოვთან” 4:5 დამარცხდა და ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმი ჩაატარა. ამპლუით ნახევარმცველი გვალია “ურალში” შარშან ჩაირიცხა, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო, გუნდს წელს შეუერთდა. “ურალის” რიგებში არ გამოჩენილა დავით თარგამაძე, რომელიც გუნდს კვიპროსზე შეკრებაზე უნდა გაჰყოლოდა. “როსტოვში” ჯანო ანანიძეს არ უთამაშია.
ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” საკონტროლო შეხვედრაში მოსკოვის “დინამოსთან” 0:5 წააგო. “დნიპროში” უჩა ლობჟანიძემ სრულად ითამაშა. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში იყო სანდო კობახიძე, რომელიც 63-ე წუთზე შეცვალეს. ჯაბა კანკავა სათადარიგოებში იმყოფებოდა, მაგრამ არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში “დნიპრომ” პირველად წააგო.
ტალინის “ფლორამ” ფინეთის ჰიკ-თან ისპარინგა და 1:0 გაიმარჯვა. ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონელთა სასტარტოში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს. თუმცა, ვიდრე მოედნიდან გავიდოდა საგოლე პასი გააკეთა და კარლ-ერიკ ლუიგენდს გაატანინა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0