x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ბილბორდის სახეები
ბილბორიდის რამდენიმე სახეობა არსებობს. ისინი დროთა განმავლობაში განვითარდა და დაიხვეწა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:


1. მოხატული ბილბორდები

თითქმის ყველა ამგვარი ბილბორდი იხატება დიდ სტუდიაში. სურათი დაპროექტებულია ქაღალდის სერიებად, რომლებიც ერთად ჯ ქმნიან ერთ მთლიან ბილბორდს. ჯერ ნახატის ხაზები იქმნება, შემდეგ კეთდება ზოგადი მონახაზი, რომელიც ქმნის პერფერირებულ ხაზებს. გამოიყენება ზეთის საღებავები. მხატვრები დიდ ფუნჯებს იყენებენ სურათის მოსახატავად. როცა პანელები დამონტაჟდება ჰიდრავლიკური ამწეების საშუალებით, მხატვრები ადიან მაღლა და ამონტაჟებენ ბილბორდს პანელებს შორის კიდეებზე. ეს დიდი მოხატული ბილბორდები განსაკუთრებით პოპულარული იყო ლოს ანჯელესში, სადაც ისტორიული ფირმები, როგორიცაა Foster & Kleiser და Pacific Outdoor Advertising, დომინირებდნენ ინდუსტრიაში. საბედნიეროდ, ამ მოხატულმა ბილბორდებმა დაუდო
სათავე გრაფიკულ რეპროდუქციას, თუმცა ხელით მოხატული ბილბორდები ისევ გამოიყენება ისეთ ადგილებში, რომლებშიც ერთი ან ორი დაფაა მოთხოვნადი. Sunset Strip ლოს ანჯელესში არის ადგილი, რომელშიც ჯერ კიდევ შეგიძლია იპოვო ხელით მოხატული ბილბორდები, განსაკუთრებით თუ ის რეკლამირებას უწევს ახლო
მომავალში გამოსასვლელ ფილმს ან ალბომს.


2. ციფრული ბილბორდი



ციფრული ბილბორდი შეიქმნილია კომპიუტერული პროგრამების მიერ. მისი ბილბორდების დიზაინი შექმნილია ისე, რომ ნაჩვენები იქნას მოძრავი ტექსტი, ერთი და იმავე კომპანიის რამდენიმე გამოსახულება და სთავაზობს კომპანიებს დღის გარკვეულ მონაკვეთში გარკვეული დროით რეკლამირებას მათი პროდუქციისა თუ მომსახურების.


კომპანიები, რომლებიც ქმნიან ციფრულ ბილბორდებს : Four Winds Interactive, Scala და Helius .




ციფრული ბილბორდი





3. მობილური ბილბორდები

გარე რეკლამა, როგორიცაა მობილური ბილბორდი, არის ეფექტური, რადგან ის რთული დასაიგნორირებელია. დიდი ბრიტანების ეროვნული გამოკითხვის თანახმდ, ადვილად დასამახსოვრებელია და გონებაში დიდხანს რჩება.
ტიპური ბილბორდებისაგან განსხვავებით, მობილურ ბილბორდებს შეუძლიათ პირდაპირ მათ სამიზნე ჯგუფზე იმოქმედონ.
ისინი შეიძლება განთავსდეს იქ, სადაც ბევრია ფეხით მოსიარულე, ასევე მატარებლის სადგურებში, აეროპორტებსა და სპორტულ მოედნებზე.

მობილური ბილბორდი

4. გასაბერი ბილბორდები

გასაბერი ბილბორდი გამოიგონეს და ამერიკის შეერთებულ შტატეში დააპატენტა 2002 წელს უილიამ ბარლოუმ. ახლა ისინი გამოიყენება მსოფლიოს 70 ქვეყანაში.


გასაბერი ბილბორდი
ისინი ძირითადად გამოიყენება სპორტული შეხვედრებისა და გამოფენების რეკლამირებისთვვის, თუმცა მათი დამონტაჟება თითქმის ყველგანაა შესაძლებელი.


5.ორმაგი ბილბორდი


ზოგჯერ ერთი ბილბორდი არ არის საკმარისი, რათა ადამიანმა გააცნობიეროს შემოქმედებითი იდეა. ხოლო თუ სივრცე და საშუალებები მოგვცემს ამის საშუალებას, მაშინ შესაძლებელია თუნდაც 2 ან 3 დანადგარით შეიქმნას ნამდვილი მედია შოუ.


ორმაგი ბილბორდი

7. მრავალმიზნობრივი ბილბორდები


ზოგიერთი ბილბორდი არ გამოიყენება მარტო რეკლამირებისთვის, ის შეიძლება იყოს მრავალმიზნობრივი დანიშნულების. სარეკლამო ნიშანი შეიძლება შერწყმული იყოს მის მთავარ მიზანთან. განათების
ელექტრო გაყვანილობა ან რაიმე სახის ანტენა შეიძლება განთვასდეს კონსტრუქციის შიგნით.

მრავალმიყნობრივი ბილბორდი









0
255
3-ს მოსწონს
ავტორი:მელანო დადალაური
მელანო დადალაური
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0