x
image
worldsport.ge
ოპტიმისტი სიმეონე და შემადგენლობაშესუსტებული “ატლეტიკო”

imageესპანეთის “სამეფო თასის” ნახევარფინალის პირველ მატჩში მადრიდის “ატლეტიკო” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალთან” 0:3 დამარცხდა და თითქოს ფინალში გასვლის შანსიც პრაქტიკულად არ აქვს, მაგრამ საპასუხო შეხვედრის წინ ვისენტე კალდერონელთა არგენტინელი დამრიგებელი დიეგო სიმეონე სასურველი ანგარიშით მოგებას შეუძლებლად არ თვლის.
“ცხადია, საჭირო სხვაობით გამარჯვება ურთულესი საქმეა, მაგრამ თუკი ჩვენ ბოლომდე კონცენტრირებულები ვიქნებით, ვიბრძოლებთ, საკუთარ საუკეთესო თვისებებს სრულად გამოვავლენთ, “რეალისთვის” პრობლემების შექმნას მოვახერხებთ”, - სიმეონე იმედს არ კარგავს.
არგენტინელის ოპტიმიზმი კიდევ უფრო გასაკვირია “ატლეტიკოს” საშემადგენლო სირთულეების ფონზე. Goal.com-ის ცნობით, ესპანეთის თასის საპასუხო დაპირისპირებაში “ზოლიანთა” შორის ძირითადი მეკარე ტიბო კურტუა და ფორვარდი დავიდ ვილია არ იქნებიან. ახალგაზრდა ბელგიერ კიპერს ზურგის არეში კუნთების სპაზმები აწუხებს და ექიმებმა რამდენიმე დღით ფეხბურთიდან დასვენება ურჩიეს, “ვალენსიასა” და “ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელი ვილია კი “სოსიედადთან” მატჩისას მიღებული მუხლის ტრავმის მოშუშებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.


გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
15
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0