x
image
worldsport.ge
ლაუდრუპის სავარაუდო ვარიანტები: “ტოტენჰემი” და “რეალი”

image“მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ გასულ კვირას უელსური “სუონსის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დანიელი მიქაელ ლაუდრუპი დაითხოვა (მის მაგიერ, გუნდის დამრიგებლად, დიდი ხნის კაპიტანი, გარი მონკი დანიშნეს, რომლის ხელმძღვანელობითაც წუხელ “სუონსიმ” უელსურ დერბიში “კარდიფს” 3:0 მოუგო).
ვარაუდობდნენ, რომ ლაუდრუპი “გედებს” სეზონის ბოლოს დატოვებდა, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მასსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის გარკვეული უთანხმოება წარმოიშვა და დანიელმა გაცლა არჩია.
ბოლო ინფორმაციით, ლაუდრუპით თურმე ლონდონის “ტოტენჰემი” და მადრიდის “რეალი” დაინტერესებულან. ტოტენჰემელები ზაფხულისთვის ტიმ შერვუდის მაგიერ უფრო გამოცდილი სპეციალისტის მიწვევას აპირებენ, “რეალთან” კი ლაუდრუპს სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს, თავის დროზე ის “სამეფო კლუბის” ერთ-ერთი ლიდერი იყო და მადრიდელებს დღემდე ახსოვთ.

სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0