x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508606
განზრახ მკვლელობებსა და ყაჩაღობებში ბრალდებულს, უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა გიორგი გელაძის მიმართ, რომელმაც 1996 წელს, საქართველოში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებების ჩადენის შემდგომ, დანაშაულებრივი საქმიანობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განაგრძო. საგულისხმოა რომ, ბაქოს საქალაქო სასამართლომ, იმ დროისთვის საქართველოს სამართალდამცავების მიერ ძებნილ - გიორგი გელაძეს, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განსახილველ საქმეზე, გიორგი გელაძეს ბრალად ედებოდა 1996 წლის 5 ნოემბერს, ოთარ კ.-ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა და მისი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა; 1996 წლის 29 ნოემბერს ჯამბულ გ.-ს განზრახ მკვლელობა; ასევე 1996 წლის 07 დეკემბერს ავთანდილ თ.-ზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა და მისი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა.

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი გელაძე 1996 წლის 5 ნოემბერს, გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებაში, საკუთარ ავტოფარეხთან, ყაჩაღურად თავს დაესხა ოთარ კ.-ს. გიორგი გელაძემ ყაჩაღობის ჩადენის გასაადვილებლად, ოთარ კ.-ს ესროლა და გასტაცა 5000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოთარ კ. მიყენებული დაზიანებების შედეგად - 15 ნოემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იმავე 1996 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში ქვიშხეთის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში გიორგი გელაძემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯემალ გ.-ს მოკვლის მიზნით, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა, რის შედეგად ჯემალ გ. ადგილზე გარდაიცვალა.


1996 წლის 7 დეკემბერს, გიორგი გელაძემ ქ.თბილისში კვლავ ყაჩაღობა და განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, კერძოდ, ის ყაჩაღურად თავს დაესხა ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მომუშავე ავთანდილ თ.-ს და გასტაცა ფულადი თანხა, ამასთან ავთანდილ თ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით ორჯერ ესროლა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ავთანდილ თ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო გიორგი გელაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ღია სასამართლო სხომაზე, საქმის არსებითი განხილვისას გიორგი გელაძემ წარდგენილი ბრალდებებიდან თავი დამნაშავედ ცნო ორი პირის განზრახ მკვლელობაში ნაკლებად მსუბუქი კვალიფიკაციით, თუმცა სასამართლო გამოძიების ეტაპზე განსასჯელმა თავი აღარ ცნო დამნაშავედ და გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური და ბიოლოგიურ-ტრასოლოგიური ექპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ გიორგი გელაძეს დანაშაულთა ერთობლიობით, 30 (ოცდაათი) წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო საბოლოოდ მას ბაქოს საქალაქო სასამართოს 1998 წლის 07 ივლისისა და ზემოაღნიშნული თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენთა ერთობლიობით უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

0
73
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0