x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ გამოიარა ოჯახმა 72 კილომეტრი გაყინულ მდინარეზე -35 გრადუს ცელსიუსის დროს, რასაც 9 დღე მოანდომა.
ოჯახში შვილის მოვლენა, ეს ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია ჩვენს ცხოვრებაში. ბევრს უმართლებს და სამშობიაროს კომფორტულ პირობებში უწევს მშობიარობა, რაზეც ზოგზოგიერთები ვერ დაიკვეხნიან. მინდა მოგიყვეთ ერთი, მეტად შთამბეჭდავი შემთხვევის შესახებ, რომელიც ემოციების გარეშე არ დაგტოვებთ.


ჩრდილო ინდოეთში, კერძოდ კი ლადაკხაში მცხოვრებმა ოჯახმა 72 კილომეტრიანი გზა გაყინულ მდინარეზე გადმოლახა, როდესაც ტემპერატურა -35 გრადუსი იყო, რათა უახლოეს სამშობიარომდე მისულიყო. ქალი ორსულად იყო და შესაბამისად მშობიარობა უწევდა, ამ გზის გავლას კი 9 დღე მოანდომეს.


image



როდესაც საქმე დიდ თოვლობასა და ტემპერატურა -35 გრადუსს ეხება, ოჯახს შესაბამისად სხვა გზაც არ ჰქონდა. იძულებულნი გახდნენ უმოკლეს გზას დასდგომოდნენ, რომელიც გაყინულ მდინარე ზანსკარზე გადიოდა და უახლოეს ქალაქ ლინგშედამდე მიჰყავდა ისინი.



image


ხიფათიც ბევრი გადახდათ გზად, რადგან დღეში რვა საათიანი სიარულის შემდეგ ხშირად უწევდათ ყინულის ჩატეხვის შედეგად მუხლებამდე გაყინულ წყალში აღმოჩენა, ღამეს კი კლდის გამოქვაბულებში ათევდნენ.


image


ნორმალური გზით მგზავრობა უახლოეს ქალაქამდე 4-5 დღეს მოიცავს, თუმცა უამინდობის გამო, რომელიც ლადაკხას მოსახლეობას თავს ატყდება წელიწადში ერთხელ და ექვს თვეს გრძელდება, დიდთოვლობის გამო გზა იკეტება და გაყინული მდინარის გადალახვა ყველაზე უმოკლესი ვარიანტია უახლოეს ქალაქამდე მისასვლელად.

ხშირ შემთხვევაში სურსათისა და საჭირო ინვენტარის ყიდვას ამ გზით ახერხებს მოსახლეობა, რაც მათი მძიმე ტვირთის გამო გაყინული მდინარის ჩატეხვითა და ფატალური შედეგიდაც დასრულებულა.


თუმცაღა ზემო ხსენებული ოჯახის შემთხვევაში ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ქალის მოლოგინების შემდეგ ისინი ამავე გზით დაუბრუნდნენ მშობლიურ ლადაკხას.


image
image


10
379
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
379
  
2014, 12 თებერვალი, 19:05
cxvedo-ს კრიტიკები ისე ეხერხება, როგორც სხვა ვერაფერი, ასე რომ შევეჩვიე და ნერვებს აღარ ვიშლი ჩემო კარგო, შენც იგივეს გირჩევ. ისე cxvedo დილის 10 საათზე მოიწონე ჩემი სტატია და საღამოს 7 საათზე დადე კომენტარი, ამდენ ხანს იმას ფიქრობდი მამა-პაპა როგორ ზომავდა ყინულის სისქეს? თუ გუგლში ეძებდი და მიაგენი როგორც იქნა, ან იქნებ მამა-პაპასთან დაკავშირებაში დაკარგე ამხელა შუალედი? გამიხარდა თუ გაგახალისა ჩემმა სტატიამ :D:D:D თუმცა ყურადღებით რომ წაგეკითხა, ამხელა დროს აღარ წაგართმევდა :))
2014, 12 თებერვალი, 11:18
ოჰოო cxvedo ყველას მასალაზე დისკუსიას იწვევს, მეგონა მხოლოდ მე გამიკრიტიკა რაღაც-რაღაცეები, დავინტერესდი ერთი შენს მასალებს უნდა ვესტუმრო მოგვიანებით :))) და სახალისო რა დაინახე ამ სტატიაში? გადავიკითხე და გარკვევით წერია 9 დღე მოანდომა ამ ოჯახმა პირველ ქალაქამდე ჩასვლას და როგორც ჩანს მთებში უცხოვრიათ და რა ძნელი მისახვედრია 72 კილომეტრის გამოვლისას ერთნაირი ტემპერატურა რომ არ იქნებოდა ყველა ადგილას. შენი მამა-პაპისეული დასკვნები მხოლოდ სათლში გაყინული წყლის მაგალითს ეყრდნობა და სატვირთოს რომ უძლებს -35 გრადუსზე გაყინული მდინარე, ისიც არის აღნიშნული სტატიაში, რომ საჭირო ინვენტარს და სურსათს ამ გზით ეზიდება თურმე მოსახლეობა და შენთვის პირველი და უცხოა ყინულის ჩატეხვა???
2014, 12 თებერვალი, 3:14
პირველყოფილები არიან?
2014, 11 თებერვალი, 19:05
:) მშვენიერი სახალისო სტატიაა :) განსაკუთრებით სახალისოა ყინული რომ ჩაუტყდებოდათ ხოლმე და მუხლამდე წყალში რომ დადიოდნენ :) ერთ ძველ, მამა-პაპისეულ ყინვის გაზომვის ხერხს გასწავლით თუ არ მიწყენთ: ჩვენი მამა-პაპანი ეზოში დადგმულ სათლში გაყინული წყლის სისქის მიხედვით გებულობდა რამდენი გრადუსი ყინვა იყო, ანუ 1 მილიმეტრი ყინვა -1 გრადუსს უდრიდა. ლოგიკურად -35 გრადუს ტემპერატურაზე 35 სანტიმეტრიანი ყინვა უნდა ყოფილიყო, რომელიც თავისუფლად უძლებს დატვირთული სატვირთოს წონას :) ლოგიკურად ვერ ჩაუტყდებოდათ ფეხით მოსიარულეებს. ფოტოებზეც არაა წყალი გაყინული, რაც -35 გრადუსის დროს წარმოუდგენელია, თუ თბილი წყლის დინება არაა, რომლის შემთხვევაშიც წყალი ნაპირებთანაც არ იქნებოდა გაყინული. ასეთ შემთხვევაში მის ნაპირებზეც კი არ იქნებოდა თოვლი :)
2014, 5 თებერვალი, 18:02
რას არ გაიგებ...
2014, 5 თებერვალი, 15:41
დამაჟრიალა, რომ წარმოვიდგინე :(
2014, 4 თებერვალი, 21:26
მე კიდე -3 გრადუს ყინვაში მიმდის გული :o :/
2014, 4 თებერვალი, 20:44
მართლაც მალადეც :(
2014, 4 თებერვალი, 18:57
ღმერთო ჩემო..ხანდახან რომ დავიწუწუნებ, ასეთ რამეებს ვიხსენებ ხოლმე, რა პირობებში უწევს ხალხს ცხოვრება, ჩვენ კიდევ არ ვიცით:(
2014, 4 თებერვალი, 18:21
ყოჩაღ ამათ
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10