x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
იაპონიის ტურიზმი
ტურისტები ძირითადად კ. ჰონსიუზე ჩადიან და ტოკიოს სტუმრობენ, რომელიც რამდენიმე რაიონს აერთიანებს, ესენია: ოტემაჩი, კაზუმიჩაგი, შიბუია, უენო, იკებუკორო, სადაც უამრავი გასართობი თუ საინტერესო ადგილია თავმოყრილი. ტოკიოს ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება ძველებური პარკები: “ჰიბია'', “შიბა'', “ასაკუსა'', “მეიძი''. დღესასწაულების დროს პარკი “ასაკუსა'' ტურისტებს იზიდავს თეატრალური წარმოდგენებით, ეროვნული თამაშებითა და ესტრადის მსახიობების ხელოვნებით. ტოკიო მნახველს აოცებს თავისი ცათამბჯენებით, რომლებშიც განთავსებულია სასტუმროები, ბანკები, კომპანიების ოფისები და დიდი მაღაზიები. ტოკიოში 333მ სიმაღლის ტელეანძაა, რომელიც ეიფელის კოშკს გვაგონებს. ქალაქის მთავარი სავაჭრო ქუჩაა გინზა, რომელიც ფუფუნებითა და საოცარი ფანტაზიით გაფორმებულ უზარმაზარ ულტრათანამედროვე ვიტრინას წააგავს. გინზაზე გასეირნება თავისებურ იაპონურ ტრადიციად ითვლება.


image image

სურ N3 ტოკიოს ტელეანძა

ტოკიოს სტუმრები გულგრილნი ვერ რჩებიან ისეთი გასართობი ცენტრების მონახულებისას, როგორიცაა დისნეილენდი და აკვაპარკი.

ასევე დიდი ინტერესს იწვევს ქალაქი კიოტო- ქვეყნის მნიშვნელოვანი სამრეწველო, კულტურული, ისტორიული და რელიგიური ცენტრი. აქ გავრცელებულია ძველი ტრადიციული მეწარმეობა: ბრინჯაოს, ფაიფურის, მაქმანების, ნაქარგი ნივთების დამზადება. სტუმრების ყურადღებას იპყრობს ეროვნული მუზეუმი “კიოტო'', ბოტანიკური ბაღი, იაპონური კლასიკური არქიტექტურის მრავალი ძეგლი. ყოველწლიურად კიოტოს 30 მლნ ტურისტი ჰყავს. ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია იმპერატორის ვილა კაცურა რიკიუ. აქ შესვლა საკმაოდ რთულია, რადგან ის დღსაც იმპერატორის ოჯახის საკუთრებაა და ისინი სარგებლობენ მისით, ამიტომ ვილის მოსანახულებლად სპეციალური ნებართვაა საჭირო.


იაპონიის პირველი დედაქალაქი იყო ნარა(710-784წწ.), სადაც ბუდას ყველაზე დიდი ქანდაკება მდებარეობს, რომელიც ტოდაიძის კომპლექსში მდებარეობს. დიადი ბუდას დარბაზი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ხის ნაგებობას წარმაოდგენს, დღეს მისი პირვანდელი სახის მხოლოდ მესამედია შემორჩენილი, რადგან ბევრჯერ დაიწვა და აღდგა. ქანდაკება 444ტ ბრინჯაოსგან ჩამოასხეს და მჯდომარე ბუდას ფიგურის სიმაღლე 16მ-ია.

კიდევ ერთი იაპონური ქალაქი, რომელიც ტურისტების ყურადღებას იქცევს, ეს არის ჰიროსიმა, სადაც 1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელებმა პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდეს. რის შედეგადაც, 250 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. 1949 წლისთვის ჰიროსიმა აღადგინებს და დღეს იგი ერთ-ერთი ცნობილი ქალაქია. მხოლოდ ყოფილი სავაჭრო პალატის შენობის კარკასი დატოვეს ხელუხლებლად, ვინაიდან ის აღმოჩნდა აფეთქების ეპიცენტრში. დღეს ამ ნანგრევებს “ატომური ბომბის ტაძარს'' უწოდებენ. იქვეა მშვიდობის პარკი და მასში აღმართულ მემორიალზე ამოკვეთილია აფეთქების შედეგად დაღუპულთა სახელები.

მოგზაურობის სიყვარულს იაპონელებს პატარაობიდანვე უღვივებენ, ამიტომ ტურიზმი იაპონიაში არის გართობისა და დასვენების მასობრივი ფორმა. როგორც წესი, ის დაკავშირებულია ბუნებრივი და რელიგიური ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან. იაპონელებისთვის წმინდა მთაა ფუჯი ანუ ფუძიამა, სადაც წინაპართა სულები განისვენებენ, ისინი თავიანთ წინაპრებს დიდი პატივით მოიხსენიებენ. ფუჯიზე პილიგრიმობას ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. მთის დიდი ზომები და სწორი ფორმები ხიბლავენ მნახველს. იაპონელისთვის აუცილებელია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ავიდეს ამ მთაზე. ტოკიოს ივნისის აღლუმი წმინდა მთაზე ასვლის სეზონის მოახლოების მაუწყებელია. ამ პერიოდში, რომელიც მხოლოდ ორი თვე(ივლისი და აგვისტო) გრძელდება, მთის მწევერვალზე, მზის ამოსვლის მოლოდინში, ყოველ ღამე ათასობით პილიგრიმი-ტურისტი იყრის თავს. მთა-ძირიდან მწვერვალამდე– ათასობით ჩირაღდნის სინათლითაა განათებული, რაც ულამაზეს სანახაობას წარმაოდგენს.

image

სურ. N2 ფუძიამა
სამოკიტაზე, კ.ჰონსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარეობს ყველა იაპონელისთვის ცნობილი მთა “ოსორეძანი'' ანუ საშინელი მთა. ძველი ლეგენდის თანახმად, აქ არის ჯოჯოხეთში შესასვლელი, რომლითაც ივლისში ოთხი დღე შეუძლიათ ისარგებლონ მიცვალებულთა სულებმა, ისინი ახლობლებთან გასაუბრებას ცდილობენ. ზუსტად ამ დროს აქ მოდის უამრავი ადამიანი, ვისაც სურს პატივი მიაგოს ახლობელთა სულებს.

ადგილობრივი ტურიზმის მთავარ დესტინაციას წარმოადგენს კ. სიკოკუ, სადაც 88 წმინდა ადგილია(ბუდიზმის). ქვეითი მოგზაურობა გათვლილია 40-60 დღეზე, თუმცა თანამედროვე მომლოცველები ტრანსპორტის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით ამოკლებენ ამ მოგზაურობას. აქვეა ყველზე ძველი, ჩვენამდე მოღწეული იაპონური თეატრი კაბუკი- კამარუ-ძა. მთელი წლის განმავლობაში სიკოკუს 9 მილიონამდე ტურისტი ჰყავს.

კ. ჰოკაიდოზე, დედაქალაქ საპოროში, ტურისტების ყურადღებას იქცევს ზამთრის ფესტივალი, რომლის დროსაც ყინულის ბკლოკებისგან საოცარ ნაგებობას და ფიგურებს კვეთენ. კუნძულის კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს “სამშობლოსადმი სევდის სახლი'', რომელიც იმ ადგილზეა აგებული, საიდანაც კურილიის კუნძულებამდე მხოლოდ 4კმ-ია. აქ ყოველ წელს იმართება აქციები- ჩრდილოეთ ტერიტორიების დაბრუნებისთვის.

“ონსენ-რეიკანი'' ტრადიციული იაპონური სასტუმროა, რომელიც ცხელი მინერალური წყლის სიახლოვეს შენდება. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი პოპულარობა. დიდი და მცირე ზომის ფირმები ხშირად იყენებენ დასვენების ასეთ ფორმას თავისი პერსონალისთვის, რაც კორპორატიული კულტურის შემადგენელ ნაწილად იქცა.

imageimage
სურ. N3 ძველმოდური რეიკანები

იაპონიაში სტუმრობისას ერთ-ერთი საუკეთესო დრო გაზაფხულია, როდესაც საკურა ჰყვავის. ყვავილებით ტკბობას ჰანამი ეწოდება და იგი ტრადიციული დღესასწაულია იაპონელებისთვის, რომელიც სათავეს მე-8 საუკუნიდან იღებს. საკურას ყვავილობა ერთი კვირა გრძელდება. ეს არის ყველაზე ლამაზი სანახაობა გაზაფხულზე. უამრავი ვარდისფერი ყვავილოვანი ხე უმშვენიერესი სანახავია და ნებისმიერი ადამიანი ტკბება ამ სილამაზის ყურებით. საკურა მარტო ვარდისფერი არ არის. ის სხვადასხვა დროს და ადგილას სხვა ფერად ყვავილობს. გვხვდება ასევე თეთრი ფერის საკურა. თუმცა იაპონიის ბაღებში ძირითადად ვარდისფერი საკურაა გავრცელებული. ტურისტები ამ ხეებს უფრო მეტ სურათს უღებენ, ვიდრე საკუთარ თავს.

image

სურ. N4 საკურას ყვავილობა
ტურისტებისთვის ასევე საინტერესოა იაპონელების ტრადიციული ჩაცმულობის(კიმონო, გეტა), სტუმრის მომსახურების(გეიშა), სამზარეულოს(ზღვის პროდეუქტები, სუში, საკე), ყვავილების გაზრდისა(ბონსაი) და გაფორმების(იკებანა) კულტურა, რომელიც ხელოვნებამდეა აყვანილი.

image
სურ. N5 იკებანა

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ყველა დიდი სიხარულით ხვდება. თითოელ ქვეყანას თავისი ტრადიციები აქვს.არც იაპონიაა გამონაკლისი. იაპონიაში ახალ წელს შოგაცუ ჰქვია. 31 დეკემბერს ღამით ბუდისტური ტაძრების ზარის რეკვას იწყენებენ, რითაც ხალხს ახალი წლის შემოსვლას ამცნობენ, ზარს რეკავენ 108ჯერ.

image

სურ. N6 ტოკიო ახალ წელს
საახალწლო კონცერტებზე ყველასთვის საყვარელი ჯგუფები იკრიბებიან და ყველა დროის პოპულარულ ჰიტებს ასრულებენ. კონცერტი ტარდება ტოკიო-დომში, ოსაკა-დომში და ტოკიო-კიოდოში(თეატრი).

1
745
1-ს მოსწონს
ავტორი:თაკო ცეცაძე
თაკო ცეცაძე
745
  
2017, 26 სექტემბერი, 16:43
ჯერ ერთი შესანიშნავი სტატიაა. მეორეც – ვგიჟდები იაპონიაზე!
0 1 1