x
image
K.P.
როგორ მოვამზადოთ საღეჭი რეზინი სახლის პირობებში?
imageჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში საღეჭი რეზინი დელიკატესად ითვლებოდა. დღეს კი ეს უბრალოდ სასაცილოა, მისი შეძენა უკვე ყველგან, ყოველი ფეხის ნაბიჯზეა შესაძლებელი და ფასიც ხელმისაწვდომია.


80-იან წლებში რუსეთში საღეჭი რეზინი ფუფუნების საგანი იყო და მას მხოლოდ ერთ ქარხანაში "Rot Front"-ში ამზადებდნენ, ისიც მხოლოდ სამი არომატისას. ფაქტობრივად, საღეჭი რეზინი 1928 წელს ვალტერ დიმერმა გამოიგონა. პირველი საღეჭი რეზინის შემადგენლობაში შედიოდა რეზინი, შაქარი, სიმინდის სიროფი, არომატი და ფერი.

image








დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ საღეჭი რეზინის შინ, სახლის პირობებში დამზადებას. დღეს უკვე რამდენიმე მარტივი რეცეპტი არსებობს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ საღეჭი რეზინი შინ მოამზადოთ და თქვენი პატარები და ახლობლები გაახაროთ.




საჭირო ინგრედიენტები:


სამედიცინო ლეიკოპლასტილინის რულონი


ნებისმიერი გემოს მქონე კბილის პასტა


ცოტა შაქარი


ქვაბში, ადუღებულ წყალში ჩააგდეთ გაშლილი ლეიკოპლასტილინი და 10 წუთი ადუღეთ, რის შემდეგაც ამოიღეთ და მოაცალეთ წებოვანი მასა ნაჭერს. მერე ისევ ჩააგდეთ წებო წყალში, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი კბილის პასტა, შაქარი და ადუღეთ 15 წუთი. გააცივეთ და თქვენი ფანტაზიით მიეცით სასურველი ფორმა, რომ მიართვათ ახლობლებს.
image

image




image





















თუმცა უფრო მარტივი რეცეპტიც არსებობს, შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური რეზინი, რომელიც ინტერნეტმაღაზიებში ხელმისაწვდომია. ამის გარდა დაგჭირდებათ: შაქარი(უმჯობესია შაქრის ფხვნილი), ლიმონმჟავა, სიმინდის სიროფი და არომატიზატორი.


რეზინი, ლიმონმჟავა და სიმინდის სიროფი მოათავსეთ ჯამში, შედეთ მიკროტალღურ ღუმელში და ერთი წუთის შემდეგ, როდესაც შედნება დაამატეთ შაქრის პუდრი და არომატიზატორი, (შეგიძლიათ დაამატოთ ფერის მისაცემი ფხვნილი) კარგად აურიეთ. მიიღებთ ცომოვან მასას, რომელსაც შეგიძლათ სასურველი ფორმა მისცეთ...


გისურვებთ წარმატებებს...image

0
768
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0