x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს მანიაკი,რომელიც თავის სექს-მონებს აიძულებდა დაეხოცათ ერთმანეთი

image20 იანვარს ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს 36 წლის ყოფილი სახელმწიფო მოხელე ლი ჰაო (Li Hao), რომელიც აღმოჩნდა სასტიკი სექსუალური მანიაკი, მას სარდაფში დამწყვდეული ჰყავდა 6 სექს-მონა, რომლებსაც აიძულებდა ერთმანეთი დაეხოცათ.გამოძიების თანახმად, ყველაფერი 2009 წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ლი ჰაომ მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში ბინა შეიძინა.ამის შემდეგ მან დამატებით სარდაფში კიდევ გათხარა 20 კვადრატული მეტრი ფართი, სწორედ იქ დაამწყვდია მანიაკმა 6 გოგონა, რომელთა ასაკი 16-იდან 24 წლამდე იყო.მთლიანობაში ბოროტმოქმედს ისინი 21 თვე ჰყავდა დამწყვდეული.დამნაშავე რეგულარულად აუპატიურებდა მძევლებს. 2010 წელს მან თავის მონები სახელად -დუანი, ცზიანი და ჩჟანი, აიძულა მოეკლათ სხვა 2 მძევალი, თან ამას ყველაფერს მანიაკი ვიდეოზე იღებდა.გოგონები საშინელ პირობებში ცხოვრობდნენ, ნესტში, სიბნელეში და ჭუჭყში.თუმცა ჰქონდათ კომპიუტერი ინტერნეტის გარეშე, სადაც გოგონებს შეეძლოთ ეთამაშათ ან ფილმებისთვის ეყურებინათ.მანიაკი მძევლებს 2 დღეში ერთხელ აწვდიდა ერთჯერად საკვებს, იმისთვის, რომ სუსტად ყოფილიყვნენ და გაქცევის სურვილი არ გასჩენოდათ.დამნაშავის დაჭერა მას შემდეგ მოხეხდა, როდესაც ერთ-ერთ გოგონას ლი ჰაომ მოსთხოვა სექსუალური მომსახურეობა გაეწია სხვა მამაკაცებისთვის, 23 წლის გოგონამ შესძლო გაქცევა და პოლიციაში განაცხადის გაკეთება.პოლიციამ სამალავში ორი გოგონას გვამი აღმოაჩინა, ერთი მოკლული იქნა დაუმორჩილებლობის გამო, ხოლო მეორე, გოგონებს შორის ჩხუბის დროს, რომლებიც "ბატონისთვის" იბრძოდნენ.აღსანიშნავია, რომ მონობაში ყოფნის დროს გოგონებს განუვითარდათ მრუდი რეალობის შეგრძნება, ე.წ. "სტოკჰოლმის სინდრომი"( სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია), ყოფილი სექს-მონები ცდილობდნენ, რომ "ბატონს " მოსწონებოდათ, უფრო მეტიც, ისინი მადლიერები იყვნენ ხოლმე იმ დღეს, როცა მათთან ლი ჰაო სექსუალურ კონტაქტს ამყარებდა.2012 წლის ნოემბერში ლი ჰაოს სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა და დამატებით ჯარიმა 10 ათასი იუანი, 3 წელი ციხე მისცეს ერთ-ერთ მძევალს, რომელმაც სხვა გოგონების მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა.დანარჩენებს პირობითი სასჯელი გამოუტანეს.აღსანიშნავია, რომ ლი ჰაო დაქორწინებული იყო და ვაჟიც ჰყავდა.იგი სახლში ხანდახან მიდიოდა და ცოლს ატყუებდა ღამის დარაჯად ვმუშაობო.imageimageimage

0
74
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0