x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც 430 ქალს ქვედაბოლოს ქვეშიდან ვიდეოებს უღებდა
image

29 წლის ტაილანდელი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ასობით ვიდეო გადაუღო ქალებს და მოზარდ გოგონებს ქვედაბოლოს ქვეშიდან ციხეში ჩასვეს. ამის შესახებ გამოცემა The Thaiger-ი იუწყება.


მამაკაცი სახელად ტიტისანი შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მალულად უღებდა ვიდეოებს კაბის ქვეშიდან სავაჭრო ცენტრების და მაღაზიების ვიზიტორებს, ხოლო ვიდეორგოლებს ინახავდა თავის კომპიუტერში. მრავალი ქალი ადანაშაულებდა ტიტისანს უკანონო გადაღებაში, არაერთხელ დაუკავშირდნენ ისინი პოლიციას, რის შედეგადაც იგი ბანგკოკში დააკავეს.


მამაკაცის კომპიუტერში პოლიციამ იპოვა 873-ზე მეტი ფაილი, სადაც 430-ზე მეტი დაზარალებულის ვიდეო იყო გადაღებული, მათ შორის იყო 160 სკოლის მოსწავლე.


image

ტიტისანმა აღიარა თავისი დანაშაული და დაასახელა მისი მოქმედების მიზეზები, პორნოგრაფიისადმი ინტერესი, "ვუაიერიზმის"(ფრანგ.-voyeurisme-ვუცქერ, ვუყურებ)კატეგორიაში.

და ასევე უმუშევრობის ფონზე რაიმეს გაკეთების სურვილი. აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სათვალთვალო კამერების არსებობის მიუხედავად, ის დარწმუნებული იყო, რომ დანაშაულს შეუმჩნევლად ჩაიდენდა.


სამართალდამცავი ორგანოები თვლიან, რომ ტიტისანის მსხვერპლი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. ისინი სწავლობენ დამატებით დეტალებს და მოუწოდებენ ნებისმიერ დაზარალებულს დაუკავშირდეს პოლიციას.


ამა წლის ივნისში გავრცელდა ვიდეო მოსკოვის მეტროდან, სადაც მამაკაცი ესკალატორზე ქვედაბოლოს ქვეშიდან უღებს ვიდეოს გოგონას;


მას შემდეგ, რაც ვიდეო ვირუსული გახდა ინტერნეტში, გოგონამ ორი საჩივარი შეიტანა პოლიციაში, თავად გარყვნილ მამაკაცზე, ვინც ვიდეო გადაუღო და იმაზე, ვინცეს ყველაფერი გადაიღო და ქსელში ატვირთა.


"აპსკერტინგი" (განმარტება:სიტყვასიტყვით "ქვედა ბოლოს ქვეშ შეხედვა"-სექსუალური ფეტიშიზმის ნაირსახეობა ტერმინი გამოიყენება როგორც საკუთარი ქმედებებისა ასევე ფოტოების ან ვიდეოების შედეგად მიღებული მონაცემების აღწერისთვის.)2019 წლიდან დასჯადი გახდა ინგლისში და უესლში, ასეთი ქმედება ორწლიან ციხეს ითვალისწინებს.

1
665
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
665
  
2023, 25 ოქტომბერი, 23:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1