x
image
მანჩო 777
ბრიტანელმა ინჟინერმა პირამიდების მშენებლობის საიდუმლო ამოხსნა
image

ცნობილი ბრიტანელი ინჟინერ-მშენებელი პიტერ ჯეიმსი თავის კომპანია CintecInternational -თან ერთად თითქმის ოცი წელია ეგვიპტის პირამიდების რესტავრირებითაა დაკავებული. მან დიდი წვლილი შეიტანა ჯოსერის და წითელი პირამიდის აღდგენაში. ჯეიმსი ეგვიპტეში მიიწვიეს 1992 წლის ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც სერიოზულად დააზიანა ეს ნაგებობები. ამ ხნის განმავლობაში მას უკვე ჩამოუყალიბდა თავის თეორია ამ გიგანტური კონსტრუქციების მშენებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ თეორიებიდან ბევრი წინააღმდეგობრივია წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ვერსიებთან შედარებით.

image

მაგალითად, ინჟინერი თვლის არასწორად იმ მოსაზრებას, თითქოსდა პირამიდები შენდებოდა უზარმაზარი ერთნაირი ქვის ლოდების მეშვეობით. ეს იმიტომაცაა წარმოუდგენელი, რომ თუ ეგვიპტურ პაპირუსებს დავუჯერებთ, ჯოსერის პირამიდა, რომელიც 25 წელი შენდებოდა, აგებულია 2 მილიონი ასეთი ქვის ლოდისაგან და ამ რაოდენობის ქვის ბლოკების მისაღებად ეგვიპტელ ქვისმთლელებს ყოველ 3 წამში ერთი ასეთი ლოდი უნდა გაეთალათ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

image


მეორე თეორია, რასაც ჯეიმსი უმართებულოდ მიიჩნევს, ესაა ამწესმაგვარი ხარაჩოები-ოწინარები, რომლების დახმარებით ქვის ბლოკებს ზევით სწევდნენ. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ამ მოწყობილობის საშუალო სიგრძე ერთ კილომეტრზე მეტი უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამსიმძიმე ქვის ლოდს ვერ მოერეოდა.

პიტერ ჯეიმსი თვლის, რომ ბლოკებით აგებულია პირამიდების მხოლოდ უმნიშვნელო-მეათედი ნაწილი, ძირითადად გარეთა მხარე და მათ ზემოთ სწევდნენ ჩვეულებრივი თოკების და არა ოწინარის დახმარებით. პირამიდების დანარჩენი 90% აგებულია ჩვეულებრივი გრანიტის ქვებით, რომლების აწევა ქვისმთლელებისათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

image

ჯეიმსმა აგრეთვე ამოხსნა პირამიდების გარეთა მოპირკეთების არქონის საიდუმლო. ითვლებოდა, რომ ფასადის ნაწილები მოპარული იქნა ქურდების მიერ. მაგრამ ბრიტანელმა ინჟინერმა გამოთქვა ვერსია, რომ პირამიდების ფასადი თავადვე დაიშალა მაღალი ტეპერატურის ზემოქმედების გამო. უფრო სწორად, მასალაზე ძალიან ცუდად იმოქმედა დღის და ღამის ტემპერატურებს შორის დიდმა სხვაობებმა, რაც ამ რეგიონისთვისაა დამახასიათებელი.

image

1
761
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
761
  
2014, 22 იანვარი, 7:16
კარგი სტატიაა.
0 1 1