x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134665
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508993
ნაპოვნია 3 წლის ბავშვის გვამი, დაკავებულია ბავშვის დედა

imageრამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ტყის პირას იპოვეს 3 წლის ბავშვის გვამი. ის ბოლოს მისმა ოჯახის წევრებმა ნახეს ოთხშაბათს ღამის 9 საათზე, როცა დასაძინებლად დააწვინეს მარტო, ცალკე ოთახში. ბავშვს ნაცრისფერი საღამური კოსტიუმი ეცვა. საერთოდ მას ტყუპისცალ დაიკოსთან ერთად ეძინა, მაგრამ ამჯერად მიქაელს ავადმყოფობის გამო მარტო უნდა დაეძინა. მეორე დილით, 7 საათზე დედა შევიდა გასაღვიძებლად, მაგრამ ბავშვი აღარ დახვდა. დედისვე თქმით არ ჩანს მიქაელის კრემისფერი კაპიშონიანი საწვიმარი ქურთუკი, ფეხსაცმელი და შავი ფერადთითებიანი ხელთათმანები. მიუხედავად იმისა, რომ ღამე სახლში არ გაუთევია, დაკარგულად მხოლოდ დილიდან გამოცხადდა.image

გამუდმებით მიმდინარეობდა მსხვილმასშტაბიანი ძებნა სადაც კი შეიძლებოდა: ბუჩქებში, ბუნკერებში, პარკებში, ახლომდებარე სადარბაზოებში. დროებით დააკავეს მისი 33 წლის დედაც.

არსებობს ვარაუდი, რომ მიქაელი თვითონ გაიპრა სახლიდან. შემთხვევა შოტლანდიაში მოხდა, ედინბურგში. ბავშვის ძებნა რამდენიმე დღე მიმდინარებდა. ძებნაში პოლიციასთან ერთად ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. მოსახლეობაც აქტიურ დახმარებას უწევდა მათ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ პატარას ცოცხალს იპოვიდნენ, ახლა კი ყველა წუხს.image ბევრი მიქაელის დედასაც ადანაშაულებს უყურადღებობაში.

პოლიცია დაკითხავს ყველას, ვისაც კი შეიძლება რამე კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ საქმესთან და პირობას დებს, რომ ამ ამბავს აუცილებლად გამოიძიებს. აღნიშნავენ, რომ ბავშვის გვამი დაახლოებით ღამის პირველ საათზე იპოვეს. მალევე დააპატიმრეს ეჭვმიტანილიც, თუმცა მის ვინაობას ჯერ არ ამხელენ.imageimageimage

0
442
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0