როგორ ყიდდა ბელორუსი გოგო ახალ ფეხსაცმელს სოციალური ქსელის დახმარებით.
როგორ ყიდდა გოგო ფეხსაცმელს.
რეალური და ამავდროულად რეალური ისტორია ბელორუს გოგოზე, რომელმაც სოციალური ქსელის დახმარებით გადაწყვიტა ფეხსაცმლის გაყიდვა და საკმაოდ კურიოზულ სიტუაციაში მოხვდა. გთავაზობთ გამყიდველსა და პოტენციურ მყიდველებს შორის გამართული მიმოწერის ტექსტს და ფოტოსურათებს, რომლებსაც მყიდველების თხოვნით დებდა ეს "ჭკუამხიარული" გოგო.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ვყიდი ფეხსაცმელს! ჩამომიტანეს სტამბულიდან, მაგრამ ფეხზე არ მომერგო. 39 ზომაა, "პლატფორმა"–3სანტიმეტრია, ქუსლის სიმაღლე კი 13 სანტიმეტრი. შავი ფერისაა და ნატურალური ტყავისგანაა შეკერილი, სრულიად ახალია! გაყიდვაში სულ 4 წყვილი იყო, მეორე ასეთ წყვილს ბელორუსში ვერ იპოვით.
აქ უკვე მყიდველი წერს: თუ შეიძლება ფეხსაცმლის სურათი დადეთ.
გოგო დებს ფეხსაცმლის სურათებს.
მყიდველი" თუ შეიძლება ჩაიცვით და ისე გადაიღეთ სურათი, მინდა დავინახო როგორ გამოიყურება ჩაცმული ფეხსაცმელი.
გოგო ასრულებს თხოვნას.
მყიდველი: შეიძლება სხვა რაკურსით გადაიღოთ სურათები? მაინტერესებს სხვადასხვა მხრიდან როგორ გამოიყურება.
გოგო ასრულებს ამ თხოვნასაც და დებს სურათებს.
მყიდველი: შესანიშნავია! მე მომწონს და თანახმა ვარ ვიყიდო! რა ფასიანია? თუ შეიძლება ჩულქები ჩაიცვით და ისე გადაიღეთ ფეხსაცმელი, მინდა ვნახო ასე როგორ გამოჩნდება.
გოგო ამ თხოვნასაც ასრულებს და სხვადასხვა ფერის ჩულქებით იღებს და დებს სურათებს.
აქ უკვე სხვა ჩაერთო მიმოწერაში: მეც ძალიან მომწონს და თუ შეიძლება ცალ ფეხზე დადექით, ქუსლის სიმყარე მაინტერესებს.
გოგო აქაც ასრულებს თხოვნას რა გასაკვირიც არ უნდა იყოს.
სამწუხაროდ აქ შეწყდა მიმოწერა. ეტყობა ან გოგოს ურჩია ვიღაცამ არ დაედო სურათები ან მყიდველები ვერ შეთანხმდნენ ფასზე, თუმცა შესაძლოა სულაც პირიქით მოხდა და გაყიდა ამ გოგომ ეს ფეხსაცმელი.