x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მეგობრობის "მისაბაძი" მაგალითი და შვილის გასვენებაში მოპარული ძვირფასეულობა
imageმგლოვიარე დედა გაოგნებული დარჩა, როცა გაიგო, რომ საკუთარი ვაჟის გასვენებაში საუკეთესო მეგობარმა გაქურდა. უნამუსო მეგობარმა 2 000 ევროს ძვირფასეულობა მაშინ მოიპარა, როცა გვერდითა ოთახში მისი საუკეთესო მეგობარი შეწუხებული საუბრობდა შვილის დასაფლავებაზე. 51 წლის პამელა ჰილლი ესტუმრა მგლოვიარე მეგობარს სუზან დრისკოლს, რათა მისი 39 წლის ვაჟის უეცარი გარდაცვალება მიესამძიმრებინა.
მაგრამ როცა გამწარებული ქალბატონი დრისკოლი გვერდითა ოთახში, შვილის კუბოსთან მღვდელს ეთათბირებოდა შვილის დასაფლავების თაობაზე, პამელამ ოჯახის საგვარეულო ძვირფასეულობა მოიპარა. ქურდობის აღიარების შემდეგ ის ციხეში გამოკეტეს. ქალატონი დრისკოლი ამბობს, რომ ის განსაკუთრებით იმან გაანაწყენა, რომ 30 წლის მეგობარმა მისთვის ამ მძიმე დღეებში მოჰპარა სამკაულები.

მოგვიანებით მან ძვირფასეულობა ბაზრობაზე 1000 ევროდ გაყიდა(ნახევარ ფასად).

ქალბატონი დრისკოლი ამბობს, რომ პამელა ბოლო ერთი წელი აღარ ენახა, როგორც კი გაიგო მისი შვილის გარდაცვალება, იქ გაჩნდა და სუზანს ყველანაირად ეხმარებოდა, სამსახურიდანაც კი აიღო ხანმოკლე შვებულება. დანაკარგის შესახებ დილით შეიტყვეს. გაიხსენეს, რომ მღვდლის იქ ყოფნისას პამელამ მოიბოდიშა და გვერდითა ოთახში გავიდა. ოჯახმა პოლიციაში განაცხადა. ისინი ამ ფაქტს განსაკუთრებით განიცდიან და მიცვალებულის შეურაცხყოფად თვლიან.

პოლიციამ მოძებნა ოქროს გამყიდველები, რომლებმაც ამოიცნეს პამელა ჰილლი და გაიხსენეს, რომ გაყიდვისას ის ძალიან ნერვიულობდა და სახიდან ოფლს იწმენდდა.


გასაოცარია, მაგრამ როცა მოსამართლემ პამელას 140 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, მისი ოჯახის წევრები აღშფოთდნენ და ქალბატონ დრისკოლს უსირცხვილოდ ლანძღავდნენ. ის კი ფიქრობს, რომ უსირცხვილო მეგობარი დამსახურებულად მოხვდა ციხეში.imageსურათზე პამელა ჰილლი.

0
405
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
405
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0