x
image
worldsport.ge
ოფიციალურად: ზეედორფი “მილანის” მთავარი მწვრთნელია

image“ბოტაფოგოს” ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი თავისი ყოფილი კლუბის – “მილანის” მთავარი მწვრთნელი გახდა. “როსონერის” ოფიციალური საიტის ცნობით, ჰოლანდიელი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და კონტრაქტიც გააფორმა.
ამგვარად, ზეედორფი “მილანს” 2016 წლის ივნისამდე უხელმძღვანელებს. თავად ჰოლანდიელმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ ყოფილ კლუბთან 2.5-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავდა.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მასიმილიანო ალეგრი დაითხოვა და ზეედორფის მიწვევა ამიტომ გადაწყვიტა.

ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0