x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ მოკლეს ქართველი კანონიერი ქურდი დათო ფოთელი?

image გამოძიება კრიმინალური ავტორიტეტის, დავით მელქაძის(იგივე დათო ფოთელი)მკვლელობის რამოდენიმე ვერსიას განიხილავს.ერთ-ერთი ეხება იმავე ქალაქში-კრასნოგორსკში და ფაქტიურად იმავე ადგილას შარშან მარტში განხორციელებულ მკვლელობას-2013 წლის მარტში მოკლული იქნა მოსკოველი ადვოკატი სერგეი კუზნეცოვი. 1990-იანი წლებიდან კუზნეცოვი სასამართლოზე "შავი სამყაროს" ინტერესებს იცავდა, ბოლო წლები კი უძრავი ქონების გაყიდვით იყო დაკავებული.როგორც გაზეთ"Известия"-ს ატყობინებენ, ფოთელი და კუზნეცოვი კარგად იცნობდნენ ერთმანეთს.ოპერატიულ მუშაკებს ეჭვი აქვთ, რომ მელქაძის მკვლელობა შეუკვეთა აწ გარდაცვლილი კანონიერი ქურდის ავთანდილ ჩიხლაძის შვილმა, იგი 90-იანი წლების შუა ხანებში იქნა მოკლული.გამოძიებამ ოფიციალურად ვერ დაუმტკიცა მკვლელობა მელქაძეს, თუმცა შავ სამყაროში დიდი ხანია დადიოდა ხმები, რომ ჩიხლაძის მკვლელობა მელქაძის განხორციელებული იყო. image 1994 წლის 12 აპრილს მოსკოვში, ლომონოსოვის ქუჩაზე საკუთარ სახლში მოკლული იქნა ავთანდილ ჩიხლაძე, შავ სამყაროში ცნობილი როგორც "კვეჟო" და მისი მეუღლე.გადარჩა მხოლოდ მისი მცირეწლოვანი შვილი გურამი.ამბობენ ამ თავდასხმის დროს თვითონ ფოთელიც დაიჭრაო... ამჟამად გურამი უკვე ზრდასრულია და უკვე ქურდულ "სხადნიაკებზე" დადის.16 წლის იყო, როცა "კანონიერ ქურდად" მონათლეს...გამოძიების ვერსიით ჩიხლაძის მკვლელობა ტარიელ ონიანის შეკვეთა იყო, რომელიც თავის მხრივ "დედ ჰასანის" დაუძინებელი მტერი იყო.image დავით მელქაძე დაიბადა 1964 წელს, იყო 4-ჯერ ნასამართლევი, ბოლოს 2011 წელს დაიჭირეს ნარკოტიკების გამო, შემდეგ თვითონ მელქაძემ განაცხადა, რომ შორდება კრიმინალურ სამყაროს და სურს მთლიანად ოჯახით დაკავდეს, წყაროს თანახმად მას საერთო ბიზნესი ჰქონდა შარშან მოკლულ ადვოკატ სერგეი კუზნეცოვთან.

0
838
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
838
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0