x
image
worldsport.ge
რიბერი: “ოქროს ბურთის” მოგება ჩემი მიზანი არ ყოფილა”

imageმიუნხენის “ბაიერნისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ “ოქროს ბურთის” მოგება მისი მიზანი არ ყოფილა.
“ეგოისტი ფეხბურთელი არ ვარ. “ოქროს ბურთის” მოგება ჩემი მიზანი არ ყოფილა. მირჩევნია, “ბაიერნთან” და ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტიტულები მოვიგო. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
რა თქმა უნდა, “ოქროს ბურთის” მოგება მინდოდა, მაგრამ მეტი რა უნდა გამეკეთებინა? “ბაიერნთან” ერთად ყველა ტიტული მოვიგე, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გავაკეთე და გამარჯვებული სხვა გახდა.
ყველაფერი რიგზეა. ეს ჯილდო ჩემთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა. მიხარია, რომ ყველაფერი უკან მოვიტოვე. ახლა, “ბაიერნთან” ერთად ტიტულებისთვის ბრძოლას განვაგრძობ.” – განაცხადა რიბერიმ Bild-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა. მე-3 ადგილზე გასული რიბერი მას 238 ხმით ჩამორჩა.



მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0