x
image
worldsport.ge
კრიშტიანუ რონალდუ - 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელი

imageმადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელია. გასული წლის განმავლობაში ნაჩვენები ინდივიდუალური შედეგების გათვალისწინებით, 28 წლის ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” მოგების მთავარი კანდიდატი იყო და პროგნოზები გამართლდა.
კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მეორედ მოიპოვა. პირველად მან “ოქროს ბურთი” 2008 წელს მიიღო. პორტუგალიელი ვარსკვლავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში სულ მეექვსედ, ხოლო ზედიზედ მესამედ მოხვდა. 2013 წელს რონალდუმ 60 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა. მას წლის განმავლობაში გუნდური ჯილდო არ მოუგია.


www.worldsport.ge

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0