x
image
worldsport.ge
სოსო ფრუიძე “ჩიხურას” ამბებზე

imageსაჩხერის “ჩიხურამ” 10 იანვარს დაიწყო მზადება. გუნდიდან ორი წამყვანი ფეხბურთელია წასული: დიმიტრი ტატანაშვილი “ზესტაფონში” და გიორგი რეხვიაშვილი თბილისის “დინამოში”. ჯერჯერობით, ოფიციალურად არავინაა დამატებული, თუმცა ახალწვეულები გუნდში აუცილებლად გამოჩნდებიან.
“მსოფლიო სპორტი” “ჩიხურას” მწვრთნელ სოსო ფრუიძეს ესაუბრა:
- დილით თბილისის ზღვაზეა ვარჯიშები, საღამოს კი 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონზე. 24 იანვარს ვაპირებთ თურქეთში შეკრებაზე წასვლას.
- ამხანაგური მატჩების განრიგი?
- თურქეთში წასვლამდე არ ვითამაშებთ, იქაური სპარინგ-მეტოქეების ვინაობა კი რამდენიმე დღეში გაირკვევა.image

- ტატანაშვილი და რეხვიაშვილი – საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე ძლიერმა ფეხბურთელებმა დატოვეს გუნდი. მათი შემცვლელები შეგულებული გყავთ?
- გეთანხმებით, რომ ორივე მათგანი დიდ ძალას წარმოადგენდა ჩვენთვის. აუცილებლად ვეცდებით, რომ სელექცია კარგად ჩავატაროთ და კარგი შემცვლელები მოვიყვანოთ.
- ჯერ ვერ დაასახელებთ სავარაუდო ახალწვეულებს?
- მოლაპარაკების პროცესია, 3-4 ფეხბურთელთან ვაწარმოებთ და სჯობს, მოვიცადოთ. ჯერჯერობით, გასინჯვაზე გვყავს ახალგაზრდა თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე, რომელიც თბილისის “დინამოში” გახლდათ.
- დაფინანსების საკითხი როგორ არის?
- ბიუჯეტს ორიოდე დღეში დაგვიმტკიცებენ. იმედს გვაძლევენ, რომ ცუდი დაფინანსება არ გვექნება.
- ივანწმინდაში სტადიონი როგორ მდგომარეობაშია?
- ჩემპიონატის მატჩებს სწორედ ივანწმინდაში ვითამაშებთ. სტადიონი მოაწესრიგეს, ტრიბუნები, ვიპ-ლოჟა, პრეს-ლოჟა, საპრესკონფერენციო დარბაზი და გასახდელები გააკეთეს.
- ტრიბუნები რამდენ მაყურებელს იტევს?
- დაახლოებით, 1000-1200 კაცს.
- გუნდი მეორე ადგილზეა და თასის მეოთხედფინალშიცაა გასული. მიზანი გასაგებია...
- რა თქმა უნდა, ევროტურნირებზე გასასვლელად ვიბრძოლებთ. თასზეც მაქსიმალური მიზანი გვაქვს.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0