x
image
worldsport.ge
პრემიერლიგაში პელეგრინი და სუარესი გამოარჩიეს

imageინგლისის პრემიერლიგის 2013 წლის დეკემბრის საუკეთესო მწვრთნელად მანუელ პელეგრინი, ხოლო ფეხბურთელად ლუის სუარესი დასახელდა.
ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ სიტის” ჩილელ სპეციალისტს ბრწყინვალე გარჯა დაუფასა. დეკემბრის თვეში, პელეგრინის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, პრემიერლიგის 7 თამაშიდან 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. შედეგად, ქალაქელებმა ლიდერ “არსენალთან” ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს.
შესანიშნავი თვე ჰქონდა ლუის სუარესსაც. ურუგვაელმა შემტევმა, დეკემბერში ჩატარებულ 7 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge

0
17
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0