x
image
მანჩო 777
საინტერესო ფაქტები ინდოეთის შესახებ
image
იცით თუ არა, რომ...

-ინდური ცივილიზაცია დაიბადა ჯერ კიდევ 5 000 წლის წინათ, მაშინ, როცა დედამიწის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა;

-ინდოეთი ითვლება მსოფლიოში უპოპულარესი სამაგიდო თამაშის-ჭადრაკის, ასევე ალგებრისა და გეომეტრიის სამშობლოდ;

-2500 წლის წინ ინდოეთში გაჩნდა "აიურ-ვედა"-მსოფლიოში პირველი მეცნიერება მედიცინის შესახებ და პირველი სამედიცინო სკოლა. ძველი ინდოეთის ექიმებმა იცოდნენ ანესთეზიის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, იმუნური სისტემის და გენეტიკის შესახებაც კი;


image

-ჩვენს წელთაღრიცხვამდე 700 წელს ინდოეთში დაარსდა პირველი უნივერსიტეტი მსოფლიოში;

-ინდოეთში ხდება ყველაზე მეტი მკვლელობა მსოფლიოში. გასულ წელს იქ მოკლეს 32 719 ადამიანი;

image

-ინდოეთი ითვლება ლიდერად მსოფლიოში აბორტის რაოდენობის მიხედვით;

-მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი არ აღემატება 2 დოლარს დღეში;

-ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა მოსახლეობის სიმრავლით და მეშვიდეზე ტერიტორიის ფართობით;

image

-ყველაზე მეტი ინდოელი-1 მილიონი კაცი დასაქმებულია ინდოეთის რკინიგზაში;

-ინდოეთში ქალისათვის ყველაზე საშისი სტატუსია-ქვრივი, რადგან ითვლება, რომ ქალი სათანადოდ არ გაუფრთხილდა ქმარს. თითქმის მეოცე საუკუნემდე აქ გავრცელებული იყო ქვრივი ქალის მიერ თავის დაწვა ქმრის დასაფლავების დროს.

image

4
1376
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1376
  
2014, 8 იანვარი, 21:56
სამწუხაროდ, ბევრისათვის ჩვენთანაც ეგრეა:(
2014, 8 იანვარი, 21:28
და ჩვენს ქვეყანაში 2 დოლარიც არაა შემოსავალი დღეში...
2014, 8 იანვარი, 19:40
ხშირად არა,,ძირითადად სულაა ეგ პრობლემა:)
2014, 8 იანვარი, 19:33
უდიდესი ცივილიზაციის ქვეყანაა, თუმცა სისუფთავის დეფიციტია ხშირად ამ ქვეყანაში.
0 1 4