x
საქართველო ტრადიციების, რელიგიური უმრავლესობისა და ურთიერგამგები ხალხის ქვეყანა.

imageეს საქართველოა-ქვეყანა სადაც ზედაპირული წარმოდგენებით, ყველას პატივს სცემენ და ჰარმონიით ცხოვრობენ ისეთ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული რელიგია აქვს! ძალიან ცუდია, როცა რელიგიური აზროვნება, დავაში გადაიზრდება ხოლმე და აბრმავებს ადამიანს!-ასე ჭირს მართმადიდებლების სამოც პროცენტს (ჩემი ვარაუდია). ამ მიზეზების გამო არბევენ გეებს, (შვილებმა მათგან არ ისწავლონ და "ისეთები" არ გაიზარდონო), ამიტომ დადის სამღვდელოების უმრავლესობა საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი მანქანით, ამიტომ არსებობს გოგოს ე.წ მამიდან ქმარზე გადაბარების ინსტიტუტი და სხვა მრავალი, რამ რაც დღეს არც თუ ისე კარგად "მხვდება" თვალში! რელიგიური უმრავლესობის მხრიდან, ყოველთვის გაისმოდა და გაისმის მასტიმულირებელი ფრაზები, შეძახილები, თუ განცხადებები, რომელიც ხშირ შემთხვევაში კომფლიქტებს იწვევს! მიუხედავად იმისა, რომ მართმადიდებელი ვარ, კარგად ვხედავ ჩვეულებრივ ღარიბებსა და მოძღვრებს შორის, მატერიალურ განსხვავებებს. ასევე კარგად ვხედავდი და მესმოდა მამაოს ტაბურეტკით ხელში გაკეთებული, უცენზური განცხადება, რომელიც განსხვავებული ადამიანისკენ იყო მიმართული.

მსოფლიოს ძირითადი რელიგიები.მსოფლიოს ძირითადი რელიგიებიდან, ყველას ყავს წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მე ამ უმცირესობებსა და უმრავლესობას შორის, ვერანაირ ჰარმონიას ვერ ვხედავდი ვერასოდეს! მიუხედავად იმისა, რომ თითოეულმა ქართველმა ადამიანმა კარგად იცის ისტორია, ხშირად მაინც ავიწყდებათ ის, რომ "ოყო და არა იყო რა" დაემართა ხალხის აზროვნებას. მართლაც არსებობდა მიმღები საზოგადოება, ოდესღაც, მაგრამ დღეს თამამად ვიტყვი არსებობს ბნელი, მასტიმულირებელი, პათეტიკური, მასკულარული საზოგადოება. დღეს ბავშვებს აპროტესტებინებენ აიდი ბარათებს მარტო იმიტომ, რომ "ეშმაკისეული" გონიათ! დღეს მეორედ მოსვლას ელიან ათასი უაზრო მიზეზის გამო, რომელიც ერთ-ერთი აკაუნტით აიტვირთა ინტერნეტში და სწრაფად მოედო ყველს! ნუთუ ვერავინ ხვდება იმას, რომ გამოილია მიმღები საქართველო?!-აღარ არსებობს არანაირი ფასეულობა, რომელსაც რეალური სახე აქვს! დღეს ამ უაზრო წესების მიმდევრობას იმხელა მნიშვნელობა ენიჭება, რომ იმასაც ვეღარ ვხვდებით, რომ უბედურები ვართ! დღეს სასწაულად მიიჩნევენ იმას, რომ მთელი ერი ერთმორწმუნე უნდა იყოს! ეს ასე არაა, მე მინდა და ვარ კიდეც მართმადიდებელი, სხვას უნდა და იქნება ათეისტი და მე როგორც რელიგიური უმრავლესობის წარმომადგენელმა, არანაირად არ უნდა დავარღვიო ადამიანის ლეგიტიმური უფლება მარტო იმიტომ, რომ ჩემს უკან "ტრადიციები" და "შესანიშნავი" სიტყვა-დისკრიმინაცია დგას! აბორტის აკრძალვას ერის უმრავლესობა დადებითად იღებს, იმაზე არავინ ფიქრობს რამდენი ქალის უფლება შეიძლება დაირღვეს ამით, რამდენ ქალს შეიძლება და დაენგრეს ცხოვრება! რომ იცოდეთ, როგორ მინდა იმ ადამიანს თვალებში ჩავაფურთხო, რომელიც ზანგებზე, ინდიელებსა, თუ სხვა ეროვნებისა და რასის ადამიანზე ამდენ სისულელეს ამბობს!

imageდღეს სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგავარ, ვხედავ როგორ უზღუდავენ ბავშვებს თავისუფალ აზროვნებას, როგორ მოქმედებს დეზინფორმაცია თითოეულ ადამიანზე, როგორ ატყუებენ ხალხს, როგორ რიყავენ ნაკლებად "ბნელად" მოაზროვნე ადამიანებს! ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ვერ ვსწავლობთ! ერთსა და იმავე შეცდომას ხშირად ვუშვებთ. არ მინდა ჩემმა შვილმა ასეთ საქართველოში იცხოვროს, თუმცა მინდა აქ იცხოვროს, ერთადერთი რასაც მთელი ცხოვრებაა ვნატრობ, ისაა რომ ვიცხოვრო იქ, სადაც თავს დაფასებულად და ღირსეულად ვიგრძნობ, თუმცა პრობლემები, რომელსაც მე დღეს ვხედავ, მხოლოდ მაძლიერებს და იმის სურვილს მიღვიძებს, რომ შევცვალო, ჩემი კვალი დავატყო ამ ქვეყანას!!!

1
120
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავით ზივზივაძე
დავით ზივზივაძე
120
  
2014, 16 აგვისტო, 16:54
ვინ რას უზღუდავს ბავშვებს საქართველოში რეებს ბოდიალობ. გაბოზდა და გადაჯიშდა ახალგაზრდობა (ყველას არ ვგულისხმობ) 12-13 წლის ბავშვებს დააკვირდი ამ სიტყვას" ბავშვებს" საყვარლები ყავთ გაჩენილი. ეწევიან სიგარეტს და სვავენ ალკოჰოლს უფროსების წინაშე არც რიდი აქვთ და არც პატივისცემა. მაგ თქვენმა ლიბერალურმა მიდგომამ დაღუპა და დააქცია ქვეყანა, გაანადგურა მომავალი თაობა ბავშვი ბავშვს აღარ გავს ჯერ რა აცვიათ გოგონები სულ შიშვლები დადიან. ეგ ქნა შენმა გადამეტებულმა თავისუფლებამ. ცოტათი მაინც ეცი პატივი შენს ქვეყანას შენს რელიგიას,,შენს წესჩვეულებებს, ადათებს და ბოლოს შენს წინაწრებს. ჩემი რჩევა იქნება წაიკითხო საქართველოს ისტორია რომ შეადარო ვინ ვიყავით ადრე და რანი ვართ ეხლა.
0 1 1