x
image
worldsport.ge
ჰონდა “მილანს” წელიწადში 10 მილიონ ევროს მოუტანს

imageიაპონიის ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა, რომელიც “მილანის” წევრი ოფიციალურად 3 იანვარს გახდება, იტალიურ კლუბს დამატებით წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს მოუტანს.
Tuttosport-ის ცნობით, “როსონერი” ამ თანხას 27 წლის ფეხბურთელის გამოსახულებიანი მაისურების გაყიდვითა და მისი მონაწილეობით სხვადასხვა სახის სასპონსორო ხელშეკრულებების გაფორმებით მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ჰონდასთვის რეკლამებში მონაწილეობა უცხო ხილი სულაც არაა და ის სამშობლოში ისეთი ცნობილი კომპანიების სარეკლამო სახეა, როგორებიც არიან McDonald’s-ი, Coca Cola Japan-ი და NTT Docomo to Mizuno.
იაპონელი “მილანთან” კონტრაქტს 2017 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 2, 75 მილიონ ევროს მიიღებს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
162
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0